სპეციალიზებული დეპოზიტარი

4 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი ან ამ პირის ფილიალი, რომელიც საპენსიო ფონდს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით, აგრეთვე ამ კანონის 26-ე მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში − ეროვნული ბანკი

დაგროვებითი პენსიის შესახებ · მუხლი 2

საქართველოს ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი ან ასეთი პირის ფილიალი, რომელიც შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფას სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით

საქართველოს კანონის პროექტი - დაგროვებითი პენსიის შესახებ · მუხლი 2

იურიდიული პირი, რომელიც ასრულებს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციებს

პირების მიმართ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად საპენსიო სქემებისთვის ასრულებს სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციებს

ON VOLUNTARY PRIVATE PENSION · მუხლი 2

ყველა ტერმინი →