ტყის ხანძარსაშიშროების კლასი
2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში
ტყის ხანძრების წარმოშობის ხარისხი ადგილსამყოფელის პირობებთან დაკავშირებით, რომელიც განისაზღვრება ტყის უბნის ხანძარსაშიშროების შეფასების შკალით. შკალის მიხედვით ხანძარსაშიშროების გათვალისწინებით ტყეები იყოფა ხუთ კლასად: I კლასი - ფიჭვის კორომები, ახალგაზრდა წიწვოვანი კორომები, წიწვოვანი ბუჩქნარები სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; II კლასი - მუხის, რცხილის, წაბლის, აკაციის, ჯაგრცხილის კორომები, ფოთოლმცვენი ბუჩქნარები სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; III კლასი - I-II კლასებში შემავალი კორომები ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე და IV კლასში შემავალი კორომები სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; IV კლასი - სოჭის, ნაძვის, წიფლის და დანარჩენი სახეობების კორომები ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; V კლასი - თხმელის, ტირიფის, ლაფნის, ვერხვის, ევკალიპტის კორომები, მარადმწვანე ბუჩქნარები, ჭალის ტყეები და სხვა ჭარბტენიან ტერიტორიებზე არსებული კორომები. ხანძარსაშიშროების კლასი დგინდება თითოეული კვარტალისათვის, მასში შემავალი ლიტერების შესაბამისი მონაცემების გასაშუალოებით
ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების
დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2
ტყის ხანძრების წარმოშობის ხარისხი ადგილსამყოფლის პირობებთან დაკავშირებით, რომელიც განისაზღვრება ტყის უბნის ხანძარსაშიშროების შეფასების შკალით. შკალის მიხედვით ხანძარსაშიშროების გათვალისწინებით ტყეები იყოფა ხუთ კლასად: I კლასი - ფიჭვის კორომები, ახალგაზრდა წიწვოვანი კორომები, წიწვოვანი ბუჩქნარები სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; II კლასი - მუხის, რცხილის, წაბლის, აკაციის, ჯაგრცხილის კორომები, ფოთოლმცვენი ბუჩქნარები სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; III კლასი - I-II კლასებში შემავალი კორომები ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე და IV კლასში შემავალი კორომები სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; IV კლასი - სოჭის, ნაძვის, წიფლის და დანარჩენი სახეობების კორომები ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; V კლასი - თხმელის, ტირიფის, ლაფნის, ვერხვის, ევკალიპტის კორომები, მარადმწვანე ბუჩქნარები, ჭალის ტყეები და სხვა ჭარბტენიან ტერიტორიებზე არსებული კორომები. ხანძარსაშიშროების კლასი დგინდება თითოეული კვარტალისათვის, მასში შემავალი ლიტერების შესაბამისი მონაცემების გასაშუალოებით
საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე · მუხლი 3