კონკურსის მიმდინარეობის ეტაპი, რომლის დროსაც პრეტენდენტს უფლება აქვს, წარადგინოს ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მიუთითოს საკონკურსო წინადადების ფასი. კონკურსს სტატუსი „წინადადებების მიღება დაწყებულია“ ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის კონკურსისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ კონკურსს, დადგენილი წესით, არ მინიჭებია ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსი
წინადადებების მიღება დაწყებულია
2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში
ტენდერის სტატუსი, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს/პრეტენდენტს უფლება აქვს, წარადგინოს სატენდერო წინადადება და მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ ვაჭრობაში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტენდერის სტატუსი ელექტრონულ ტენდერს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით