თვითდასაქმებული
4 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში
ამ ქვეპროგრამის მიზნებისთვის ფიზიკური პირი, რომელიც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზის მიხედვით არის აქტიური სტატუსის მქონე რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი ან მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირი
დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2
საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად, აგრეთვე დასაქმებული, რომლის დამსაქმებელს არ ევალება ხელფასიდან (გადახდის წყაროსთან) საშემოსავლო გადასახადის დაკავება, მანამ, სანამ ის იღებს თვითდასაქმებულის შემოსავალს
დაგროვებითი პენსიის შესახებ · მუხლი 2
ინდივიდუალური მეწარმე, აგრეთვე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც გადასახადის წყაროსთან დაკავებას არ ექვემდებარება
ON VOLUNTARY PRIVATE PENSION · მუხლი 2
ინდივიდუალური მეწარმე, ასევე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც არ ექვემდებარება გადასახადის წყაროსთან დაკავებას
საქართველოს კანონის პროექტი - დაგროვებითი პენსიის შესახებ · მუხლი 2