უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება

2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შედგება ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან და ანიჭებს შესაბამის კვალიფიკაციებს

უმაღლესი განათლების შესახებ · მუხლი 2

ამ დებულებით დადგენილი წესით ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, ამ დებულებით დადგენილი წესით საერთო სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება

„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" · მუხლი 2

ყველა ტერმინი →