კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 28, 22/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
💡 დააწკაპეთ კვანძზე კავშირების გასახსნელად (3 დონე)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2010 წლის 9 სექტემბერი

ქ. კასპი

კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესი ს დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესი (დანართი №1).

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე დ . მესროფაშვილი

დანართი №1

კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესი

თავი I

შესავალი დებულებები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და პირობებს.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;

ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისებაზე ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვაზე.

3. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის თაობაზე, ასევე კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების და მისი სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე.

    მუხლი 2. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონება

1. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონება – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კასპის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, მათ შორის, ქონება, რომელსაც კასპის თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო, ან რომელსაც კასპის თვითმმართველი ერთეული შექმნის ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონება იყოფა ორ კატეგორიად – ძირითად (განუსხვისებელ) და დამატებით ქონებად:

ა) ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება – კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელიც არის თვითმმართველობის განხორციელების საფუძველი და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ თავისი საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით;

ბ) დამატებითი ქონება – კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელიც არ არის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების ნაწილი და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. კასპის თვითმმართველი ერთეულის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება დაუშვებელია, გარდა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შემთხვევებისა.

თავი II

კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება

    მუხლი 3. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ზოგადი წესები

1. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის, პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, გარდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. კასპის თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ქონების გასხვისება შესაძლებელია საკრებულოს თანხმობით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ქონებამ დაკარგა თავისი ფუნქციური დანიშნულება.

3. საკრებულოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მომზადებულ დასაბუთებულ წინადადებას თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ქონების გასხვისების თაობაზე, ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად, წარუდგენს საკრებულოს, რომელიც აღმასრულებელი ორგანოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულებას იღებს წევრთა ხმების 2/3-ით.

    მუხლი 4. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება

1. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

2. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხს, როგორც წესი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – საქართველოს მთავრობის, წარდგინებით წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი. საკითხს ამზადებს კასპის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო (შემდგომში – გამყიდველი).

3. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – საქართველოს მთავრობის, წარდგინების საფუძველზე. საკითხს ამზადებს გამყიდველი.

4. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესი განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით.

    მუხლი 5. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზება

1. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამყიდველი.

2. აუქციონის ფორმით კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცეში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

3. აუქციონის ფორმით კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებას ახორციელებს გამყიდველი. მათ შეუძლიათ შეასრულონ გამყიდველის ფუნქციები უშუალოდ, ან იმოქმედონ წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით, რომელსაც გამყიდველის მიერ მინიჭებული აქვს სათანადო უფლებამოსილება.

4. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასი განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად.

5. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

6. აუქციონი (აუქციონი პირობებით) ცხადდება გამყიდველის ინიციატივით კასპის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებით და ადგილობრივ გაზეთში. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის , აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.

7 . აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყისი საფასურის 30%-ის ოდენობით.

8 . აუქციონის შედეგები უქმდება, თუ:

ა) აუქციონში გამარჯვებულმა ამ წესით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.

9 . ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.

10 . ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ამ წესით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები.

11 . თუ გამყიდველმა გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის ფორმით კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონის მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.

12 . თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვა, ამ კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ კასპის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.

13 . თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვა, გამყიდველი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების იმავე პირობებით, ვადა გაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.

    მუხლი 6. აუქციონის ორგანიზება

1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს გამყიდველი.

2. იმ შემთხვევაში, როცა გამყიდველი აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს წარმომადგენელს ან შუამავალს, მათ შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყისი ფასი;

ბ) აუქციონის ჩატარების ვადა;

გ) წარმომადგენელის ან შუამავლისათვის ავანსის ან/და საკომისიო ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი;

დ) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის;

ე) სხვა ინფორმაცია გამყიდველის შეხედულებისამებრ.

3. გამყიდველი აუქციონის ფორმით საპრივატიზებო კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების დათქმულ თარიღამდე უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას:

ა) საჯარო აუქციონის ფორმით კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების/რეალიზაციის დათქმულ თარიღამდე 15 კალენდარული დღით ადრე, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში – არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე;

ბ) განმეორებით გამოცხადებული და ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის ფორმით უძრავი ნივთის პრივატიზების/რეალიზაციის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ქვეყნდება უძრავი ნივთის პრივატიზების/რეალიზაციის დათქმულ თარიღამდე 10 კალენდარული დღით ადრე;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისთვის მიკუთვნებული საქონლის რეალიზაციის შემთხვევებზე.

4. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) გამყიდველის დასახელებას;

ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);

გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;

დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;

ე) ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გამყიდველი;

ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;

ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად.

5. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილი) გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს:

ა) სააქციო საზოგადოების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების) დასახელებას და იურიდიულ მისამართს;

ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;

გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;

დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის ფასს და წილს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში.

6. მყიდველს უფლება აქვს მიიღოს გასაყიდი ქონების შესახებ გამყიდველის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.

7. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონებას.

8. გამყიდველი აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული კომისია გამყიდვლის სახელით ადგენს აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს (ხელშეკრულებას).

    მუხლი 7. აუქციონში მონაწილეობის პირობები

1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.

2. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან მეთხუთმეტე კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდვლის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც მეთხუთმეტე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.

3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში–მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:

ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელებას, იმ კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;

ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე); 

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).

4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისათვის მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის ცალ-ცალკე.

5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე იღებს აუქციონში მონაწილის სტატუსს.

6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.

7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:

ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო ქონების მყიდველად;

ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.

    მუხლი 8. აუქციონის ჩატარების წესი

 

1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.

2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.

3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.

4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს გამყიდველი).

5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.

6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონება ითვლება გაყიდულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.

7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას, ოქმს ხელს აწერს მყიდველი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე როგორც გამყიდველი.

8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.

9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ.

10. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

    მუხლი 9. აუქციონის ჩატარების წესი, სადაც შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი

1. თუ არ მოხდა 5-ჯერ აუქციონის ფორმით გამოტანილი ან ქონების პრივატიზების პროცესის 1 წლით გაგრძელების შემდეგ კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება, აღნიშნული ქონება შეიძლება გატანილ იქნეს აუქციონზე, სადაც შესაძლებელი იქნება შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი.

2. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.

3. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.

4. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.

5. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს, მინიმალური გასაყიდი ფასის ოდენობას (რომელიც წინასწარ არის დადგენილი გამყიდველის მიერ) ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს გამყიდველი).

6. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის და მინიმალური გასაყიდი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.

7. აუქციონში მონაწილეს, რომელსაც სურს შეისყიდოს საწყის ფასად კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონება, სწევს მონაწილის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), ხოლო თუ არც ერთი მონაწილის მიერ არ იქნა აწეული მონაწილის დაფა, აუქციონატორი საწყის გასაყიდ ფასს აკლებს დადგენილი ბიჯის ოდენობას და აცხადებს კლებადობის შესაბამისად გასაყიდ ფასს. ბიჯის კლებადობა გრძელდება მანამ სანამ ერთ-ერთი მონაწილის მიერ არ იქნება მონაწილის დაფა აწეული ან გასაყიდი ფასი არ დავა მინიმალური გასაყიდი ფასის ოდენობამდე.

8. იმ შემთხვევაში, თუ ბიჯის კლებადობის დროს ერთ-ერთი მონაწილის მიერ აწეულ იქნა მონაწილის დაფა (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას როგორც გასაყიდ ფასს და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონება ითვლება გაყიდულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც ყველაზე მაღალი ფასი დაასახელა.

9. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას, ოქმს ხელს აწერს მყიდველი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე როგორც გამყიდველი.

10. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.

11. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ.

12. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

    მუხლი 10.გარიგებათა გაფორმების წესი

1. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველისა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ი ოქმი წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას.

2. აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის საბოლოო თანხას. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში – აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში. მყიდველმა ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს.

3. გამარჯვებული პირის მიერ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმა, ართმევს მას გამარჯვებულის სტატუს ს და გადახდილი ბე არ უბრუნდება.

4. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშწორებისას.

5. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში შესაძლებელია საკრებულოს თანხმობით გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც იდება აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.

6. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის უნდა გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:

ა) ცნობები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ;

ბ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი;

გ) კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების ნასყიდობის ფასი;

დ) პირობებიდან გამომდინარე მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ.

ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული აუქციონის და ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით

7. თუ აუქციონი გამოცხადებული იყო პირობების გარეშე, ოქმი (ხელშეკრულება) უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-11 მუხლით მოთხოვნებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

8. თუ გამოცხადებული იყო აუქციონი პირობებით, ოქმი (ხელშეკრულება) უნდა შეიცავდეს გამყიდველის მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებს, თანხის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-12 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, მათ შორის, პირგასამტეხლოს.

9. ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული ფასის სრულად დაფარვამდე მყიდველს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში, ხოლო აქციები ან წილი _ მართვის უფლებით, თუ ოქმით (ხელშეკრულებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

10. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლება გამყიდველის მიერ მყიდველს გადაეცემა კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. ხოლო პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში საკუთრების მოწმობა გაიცემა ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, თუ გამარჯვებული პირი და თ ქმულ ვადაში არ გადაიხდის საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე არ უბრუნდება

11. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შერულების პირობით.

    მუხლი 11. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში

თუ მყიდველი პირობების გარეშე გამოცხადებულ აუქციონში, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების ნასყიდობის თანხას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.

    მუხლი 12. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში

1. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია შეძენილი კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს.

2. მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.

3. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით (ხელშეკრულებით). ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.

4. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.

5. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.

6. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით (ხელშეკრულებით) სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:

ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის (ხელშეკრულების) პირობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს .

7. ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება უბრუნდება გამყიდველს. მყიდველს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.

    მუხლი 13. გარიგებათა ბათილად ცნობა

აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადა ვ ო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო.

თავი I II

კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა

    მუხლი 14. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ზოგადი დებულებები

1. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:

ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო;

ბ) საქართველოს სამინისტროები და უწყებები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საწარმოები, ორგანიზაციები, საქართველოსა და უცხო ქვეყნის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები.

2 . კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გაცემა შეიძლება:

ა) ვადით და სასყიდლით (სასყიდლიანი აღნაგობა, სასყიდლიანი უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმები);

ბ) უსასყიდლოდ (აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება).

3 . კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და ამ წესის შესაბამისად.

4 . კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი ფორმებით: აღნ ა გობა, უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, თხოვება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კასპის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

5 . კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს კასპის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი სარგებლობაში გადაცემის შესახებ.

6 . კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის ვადას განსაზღვრავს კასპის თვითმ მა რთველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 15. ქონების გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა

1. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით:

ა) აღნაგობა;

ბ) უზუფრუქტი;

გ) ქირავნობა;

დ) იჯარა;

ე) თხოვება;

ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით.

2. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობას განსაზღვრავს საკრებულო , ქირა ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.

3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით აუქციონის გარეშე გადასცემს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%- იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.

    მუხლი 16. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება

1. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით.

2. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და ქონების ვადიანი სარგებლობისათვის მაქსიმალური ფასის გადახდა.

3. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიული პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს.

4. აუქციონის პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.

    მუხლი 17.კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობაში გადაცემის საერთო პირობები

1. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარისა თხოვების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით სარგებლობაში გადაცემა ითვალისწინებს საქართველოსა და უცხო ქვეყნის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას შესაბამისი განაცხადის საფუძველზე.

2. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულ ი საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის შესახებ.

3. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემული ქონების მესამე პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით.

4. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით ქონების სარგებლობაში გადაცემისას მესაკუთრესა და ქონების დროებით სარგებლობაში მიმღებს შორის ფორმდება ხელშეკრულება.

5. ქონება, რომელიც გადაცემულია უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის თხოვების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით, ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს იმ პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებდა შესაბამისი ხელშეკრულება.

    მუხლი 18. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა

1. მიწის ნაკვეთის ან/და იმ მიწის ნაკვეთის, რომელზედაც დამაგებულია შენობა-ნაგებობა აღნაგობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება.

2. ქონების როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემა შეიძლება ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ორმოცდაცხრამეტ წელს.

    მუხლი 19. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების ქირავნობა

1. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი საქართველოსა და უცხო ქვეყნის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.

2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე:

ა) თუ დამქირავებელი, მისი გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას უქმნის;

ბ) თუ დამქირავებელი არ იხდის ქირას 3 თვის განმავლობაში;

გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

    მუხლი 20.კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების იჯარა

1. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს საქართველოსა და უცხო ქვეყნის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.

2. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ მეიჯარეს შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მისთვის მისაღებ მოიჯარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე.

3. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო, ასევე მოითხოვოს აღნიშნული ქონებისათვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის ანაზღაურება.

4. მეიჯარეს შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს, თუ:

ა) მოიჯარე მეიჯარისაგან გაფრთხილების მიუხედავად ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან უქმნის ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას;

ბ) არ იხდის საიჯარო ქირას 3 თვის განმავლობაში;

გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

    მუხლი 21. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების თხოვება

1. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების თხოვების ფორმით გადაცემა ითვალისწინებს აუქციონის გარეშე მის დროებით უსასყიდლო სარგელობისათვის გადაცემას.

2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო იტოვებს უფლებას, რომ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ნებისმიერ დროს თხოვების ფორმით გადაცემული ქონების დაბრუნება.

3. აკრძალულია თხოვების ფორმით გადაცემული ქონების მესამე პირისათვის ამავე ფორმით გადაცემა.

    მუხლი 22. აუქციონის ორგანიზება

1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს კასპის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღამასრულებელი ორგანო.

2. კასპის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას კასპის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და ადგილობრივ გაზეთში .

3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) კასპის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს დასახელებას;

ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);

გ) ქონების დასახელება ს ;

დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღებს;

ე) ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გამყიდველი;

ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;

ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც კასპის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.

4. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ქონებას.

5. კასპის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო გამოცხადებული აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები.

    მუხლი 23. აუქციონში მონაწილეობის პირობები

1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.

2. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან მეთხუთმეტე კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და კასპის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც მეთხუთმეტე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.

3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში _ მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:

ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, ქონების დასახელებას, ქონების საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;

ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს მითითებულ ანგარიშზე);

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).

4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე.

5. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადოს მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.

6 . მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:

ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო ქონების მყიდველად;

ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.

    მუხლი 24. აუქციონის ჩატარების წესი

1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.

2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.

3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.

4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო).

5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი, რომელიც ფიქსირდება დროის აღნიშვნით, ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.

6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას) ისე, რომ თვალსაჩინო იყოს აუქციონატორისათვის, თუ ფასის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდება მომდევნო ფასი, აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადების და ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ ქონება ითვლება გაყიდულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.

7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს სააუქციონო ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება ქრონოლოგიურად. ოქმს ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული, აუქციონატორი, სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და სააუქციონო კომისიის მდივანი.

8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.

9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ.

10. აუქციონის შედეგების ოქმი და სრული დოკუმენტაცია გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამის აღამასრულებელ ორგანოს, რომელიც მას ამტკიცებს აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 25. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება

1. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს კასპის თვითმმართველი ერთეულის აღამასრულებელი ორგანო.

2. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პირდაპირი წესით განკარგვისას დადგენილ პირობებს.

3. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მსურველი, (მსურველები) განცხადებით მიმართავს კასპის თვითმმართველი ერთეულის აღამასრულებელ ორგანოს და წარუდგენს:

ა) განცხადებას;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

გ) იურიდიული პირი დამატებით წარმოადგენს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს და განცხადების შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);

დ) აგრეთვე სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ი აღამასრულებელ ი ორგანოს მიერ, მათ შორის, ცალკეულ შემთხვევაში, საფინანსო უზრუნველყოფის დოკუმენტები. დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენის ვადაა ორი კვირა. აღნიშნული ვადა აითვლება მოთხოვნის მიღებიდან.

4. კასპის თვითმმართველი ერთეულის აღამასრულებელ ი ორგანო იხილავს შემოსულ განცხადებას ოცდაათი კალენდარული დრის ვადაში, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას და ადგენს პირდაპირი განკარგვის წესით გადასაცემი ქონების პირობებს.

    მუხლი 26. გარიგებათა გაფორმების წესი

1. ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან არა უგვიანეს 1 თვისა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამის აღმასრულებელ ორგანოსთან გააფორმოს ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 30 კალენდარულ დღეში.

4. მხარეთა შორის დასადებ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:

ა) გადაცემული ქონების დასახელება, ადგილსამყოფელი და ქონების სხვა მახასიათებლები;

ბ) ცნობები აღნიშნული ქონების გადაცემისა და მიღების შესახებ;

გ) ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;

ე) საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები;

ვ) ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს ქონების გადაცემის პირობებსა და ვადებს.

ზ) ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ამ წესის მე-27 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პირობებს;

თ) სხვა მონაცემები გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.

5. ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით ქონების სარგებლობის უფლება გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით. საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი საბუთების წარდგენისათვის გაწეულ საზღაურს ფარავს ქონების მიმღები პირი.

    მუხლი 27. ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა

1. ქონების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ან/და პირდაპირი განკარგვის პირობები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ 6 თვეში ერთხელ და/ან მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმრთველი ერთეულის აღმამასრულებელ ორგანოს. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.

2. ქონების მიმღებს უფლება არა აქვს მიღებული ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმრთველი ერთეულის აღამასრულებელ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.

3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:

ა) ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – ქირის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) ქონების მიმღები პირის მიერ პირდაპირი განკარგვის წესით, აუქციონის ან/და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.

4. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღამსრულებელი ორგანოს მიერ. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.

    მუხლი 28. დავათა განხილვის წესი

კასპის თვითმმ ა რთველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, ასევე პირდაპირი განკარგვის წესით ან აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს (მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს სასამართლო.