,,საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- „სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირების საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- „საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- ,,ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების სრულყოფილი სერვისის სტანდარტის განსაზღვრისა და სამუშაოს მაძ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- „საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა და წინასწარ საპატიმრო დაწესებულებებში მყოფ პირთა სასურს საქართველოს მინისტრის ბრძანება
- ფინანსთა სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- „საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- ,,საქართველოს ცალკეულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
კონსოლიდირებული რედაქციები (3)
ცვლილებები (2)
📝 ცვლილებები წინა რედაქციასთან შედარებით (26.03.2009 → 13.04.2009)
🔍 ტექსტში ცვლილებები ვერ მოიძებნა.
ცვლილებები შეიძლება ეხებოდეს ფორმატირებას ან მეტამონაცემებს, რაც ტექსტის შედარებისას არ ჩანს.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №136
2007 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების შესახებ
საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობისა და კვალიფიციური ოფიცრებით დაკომპლექტების მიზნით:
1. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის გასავლელად შერჩეულ იქნენ:
ა) სტუდენტები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველზე აიღებენ ვალდებულებას საგანმანათლებლო პროგრამის (ბაკალავრიატი) დასრულების შემდეგ განსაზღვრული ვადით იმსახურონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში;
ბ) პირები, რომლებსაც დამთავრებული აქვთ უმაღლესი სასწავლებელი.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ:
ა) ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები;
ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ხელშეკრულებები გაუფორმოს ოფიცრებს, რომლებიც მსახურობენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში;
გ) ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ პირებს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სწავლის პერიოდში დაუნიშნოს სტიპენდია;
დ) სამხედრო სამსახურის გავლის დროს უზრუნველყოს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ოფიცერთა პროფესიული გადამზადება;
ე) პირებზე, რომლებმაც 2005-2006 წლებში დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებელი და ამ ბრძანებულების შესაბამისად გააფორმეს ხელშეკრულება შეიარაღებულ ძალებში სამსახურის თაობაზე, გასცეს ერთჯერადი დახმარება განსაზღვრული ოდენობით;
ვ) ოფიცრებს დაუწესოს დანამატი თითოეული უცხო ენის ცოდნისათვის.
3. ამ ბრძანებულების შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი პირობები:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, რათა ამ ბრძანებულების შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამხედრო სამსახურის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს მიეცეს უფლება გამოიტანოს კომერციული ბანკებიდან დაბალპროცენტიანი კრედიტი;
ბ) კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი ბინით უსასყიდლოდ უზრუნველყოფა.
4. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი