,,საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.02.2007 ბოლო ცვლილება 13.04.2009
გამომცემი ორგანო
ნომერი
№136
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 25, 26/02/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №136

2007 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების შესახებ

საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობისა და კვალიფიციური ოფიცრებით დაკომპლექტების მიზნით:

1. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის გასავლელად შერჩეულ იქნენ:

ა) სტუდენტები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველზე აიღებენ ვალდებულებას საგანმანათლებლო პროგრამის (ბაკალავრიატი) დასრულების შემდეგ განსაზღვრული ვადით იმსახურონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში;

ბ) პირები, რომლებსაც დამთავრებული აქვთ უმაღლესი სასწავლებელი.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ:

ა) ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები;

ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ხელშეკრულებები გაუფორმოს ოფიცრებს, რომლებიც მსახურობენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში;

გ) ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ პირებს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სწავლის პერიოდში დაუნიშნოს სტიპენდია;

დ) სამხედრო სამსახურის გავლის დროს უზრუნველყოს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ოფიცერთა პროფესიული გადამზადება;

ე) პირებზე, რომლებმაც 2005-2006 წლებში დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებელი და ამ ბრძანებულების შესაბამისად გააფორმეს ხელშეკრულება შეიარაღებულ ძალებში სამსახურის თაობაზე, გასცეს ერთჯერადი დახმარება განსაზღვრული ოდენობით;

ვ) ოფიცრებს დაუწესოს დანამატი თითოეული უცხო ენის ცოდნისათვის.

3. ამ ბრძანებულების შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი პირობები:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, რათა ამ ბრძანებულების შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამხედრო სამსახურის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს მიეცეს უფლება გამოიტანოს კომერციული ბანკებიდან დაბალპროცენტიანი კრედიტი;

ბ) კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი ბინით უსასყიდლოდ უზრუნველყოფა.

4. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების შესახებ““?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.04.2009.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების შესახებ““?
„,,საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების შესახებ““ მიღებულია 22.02.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №136. სარეგისტრაციო კოდი — 120.340.000.08.002.004.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების შესახებ““-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 13.04.2009-დან.
სად არის „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.04.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების შესახებ““, №136, 22.02.2007, სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.04.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/100066/