ზოგიერთი პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ

მიღების თარიღი
ნომერი
№86/ნ
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 118, 16/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
💡 დააწკაპეთ კვანძზე კავშირების გასახსნელად (3 დონე)
📥 უკუმითითებები — 14 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (14)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №86/ნ

2010 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

ზოგიერთი პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაცია 2010 წლის 15 სექტემბრამდე.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საარქივო მასალების დაცვა-შენახვაზე და პროფესიული სტუდენტების სწავლების პროცესის გაგრძელებაზე, სერტიფიკატების გაცემაზე უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი.

3. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჩხოროწყუს პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაცია 15 სექტემბრამდე.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჩხოროწყუს პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საარქივო მასალების დაცვა-შენახვაზე და პროფესიული სტუდენტების სწავლების პროცესის გაგრძელებაზე, სერტიფიკატების გაცემაზე უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ფოთის პროფესიული სწავლების ცენტრი.

5. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სენაკის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაცია 2010 წლის 15 სექტემბრამდე.

6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სენაკის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საარქივო მასალების დაცვა-შენახვაზე და პროფესიული სტუდენტების სწავლების პროცესის გაგრძელებაზე, სერტიფიკატების გაცემაზე უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

7. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცაგერის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაცია 2010 წლის 15 სექტემბრამდე.

8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცაგერის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საარქივო მასალების დაცვა-შენახვაზე და პროფესიული სტუდენტების სწავლების პროცესის გაგრძელებაზე, სერტიფიკატების გაცემაზე უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ამბროლაურის პროფესიული სწავლების ცენტრი.

9. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზესტაფონის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაცია 2010 წლის 15 სექტემბრამდე.

10. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზესტაფონის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საარქივო მასალების დაცვა-შენახვაზე და პროფესიული სტუდენტების სწავლების პროცესის გაგრძელებაზე, სერტიფიკატების გაცემაზე უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქუთაისის №1 პროფესიული სწავლების ცენტრი.

11. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახელობის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაცია 2010 წლის 15 სექტემბრამდე.

12. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახელობის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საარქივო მასალების დაცვა-შენახვაზე და პროფესიული სტუდენტების სწავლების პროცესის გაგრძელებაზე, სერტიფიკატების გაცემაზე უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქუთაისის №1 პროფესიული სწავლების ცენტრი.

13. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის №2 პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაცია 2010 წლის 15 სექტემბრამდე.

14. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის №2 პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საარქივო მასალების დაცვა-შენახვაზე და პროფესიული სტუდენტების სწავლების პროცესის გაგრძელებაზე, სერტიფიკატების გაცემაზე უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქუთაისის №1 პროფესიული სწავლების ცენტრი.

15. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორაბერეჟოულის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაცია 2010 წლის 15 სექტემბრამდე.

16. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორაბერეჟოულის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საარქივო მასალების დაცვა-შენახვაზე და პროფესიული სტუდენტების სწავლების პროცესის გაგრძელებაზე, სერტიფიკატების გაცემაზე უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ოზურგეთის პროფესიული სწავლების ცენტრი.

17. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქარელის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაცია 2010 წლის 15 სექტემბრამდე.

18. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქარელის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საარქივო მასალების დაცვა-შენახვაზე და პროფესიული სტუდენტების სწავლების პროცესის გაგრძელებაზე, სერტიფიკატების გაცემაზე უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ხიდისთავის პროფესიული სწავლების ცენტრი.

19. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაცია 2010 წლის 15 სექტემბრამდე.

20. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საარქივო მასალების დაცვა-შენახვაზე და პროფესიული სტუდენტების სწავლების პროცესის გაგრძელებაზე, სერტიფიკატების გაცემაზე უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ხიდისთავის პროფესიული სწავლების ცენტრი.

21. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კაზრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაცია 2010 წლის 15 სექტემბრამდე.

22. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კაზრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საარქივო მასალების დაცვა-შენახვაზე და პროფესიული სტუდენტების სწავლების პროცესის გაგრძელებაზე, სერტიფიკატების გაცემაზე უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრი „მოდუსი“.

23. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაცია 2010 წლის 15 სექტემბრამდე.

24. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საარქივო მასალების დაცვა-შენახვაზე და პროფესიული სტუდენტების სწავლების პროცესის გაგრძელებაზე, სერტიფიკატების გაცემაზე უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრი „მოდუსი“.

25. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრი „იმედის“ ლიკვიდაცია 2010 წლის 15 სექტემბრამდე.

26. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრი „იმედის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საარქივო მასალების დაცვა-შენახვაზე და პროფესიული სტუდენტების სწავლების პროცესის გაგრძელებაზე, სერტიფიკატების გაცემაზე უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრი „მოდუსი“.

27. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წინამძღვრიანთკარის წინამძღვრიშვილის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაცია 2010 წლის 15 სექტემბრამდე.

28. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წინამძღვრიანთკარის წინამძღვრიშვილის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საარქივო მასალების დაცვა-შენახვაზე და პროფესიული სტუდენტების სწავლების პროცესის გაგრძელებაზე, სერტიფიკატების გაცემაზე უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის მრავალპროფილიანი პროფესიული სწავლების ცენტრი.

29. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – ბორჯომის პროფესიული სწავლების ცენტრად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის №1085 ბრძანება (სსმ III, 26.11.2007წ.,  №166, მუხ. 1826);

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ჩხოროწყუს პროფესიული სასწავლებლისა და ჩხოროწყუს მექანიკური ტექნიკუმის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჩხოროწყუს პროფესიული სწავლების ცენტრად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის №34 ბრძანება (სსმ III, 21.01.2008წ., №8, მუხ. 99);

გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სენაკის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციისა და მასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის სენაკის სასოფლო-სამეურნეო პროფესიული სასწავლებლის მიერთების შედეგად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სენაკის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის №1088 ბრძანება (სსმ III, 26.11.2007წ., №166, მუხ. 1829);

დ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ი. წინამძღვრიშვილის წინამძღვრიანთკარის ჰუმანიტარულ-ეკოლოგიური კოლეჯისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მცხეთის პროფესიული ლიცეუმის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წინამძღვრიანთკარის წინამძღვრიშვილის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის №28 ბრძანება (სსმ III, 21.01.2008წ., №8, მუხ. 94);

ე) „საჯარო სამართლი იურიდიული პირის – ცაგერის მრავალდარგოვანი კოლეჯის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცაგერის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის №1116 ბრძანება (სსმ III, 27.11.2007წ., №167, მუხ. 1842);

ვ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზესტაფონის აგრობიზნესისა და მენეჯერთა კოლეჯის და ზესტაფონის პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლი იურიდიული პირის – ზესტაფონის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის №1112 ბრძანება (სსმ III, 27.11.2007წ., №167, მუხ. 1838);

ზ) „საჯარო სამართილის იურიდიული პირის – ნიკო ნიკოლაძის სახელობის დიდი ჯიხაიშის აგრარული კოლეჯის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამტრედიის მრავალდარგოვანი პროფესიული ლიცეუმის, საჯარო სამართლის იუირდიული პირის – კულაშის ზოოვეტერინარული კოლეჯის და საჯარო სამართლის იუირდიული პირის – ვანის პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იუირდიული პირის – დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახელობის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის №1111 ბრძანება (სსმ III, 27.11.2007წ., №167, მუხ. 1837);

თ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორაბერეჟოულის ინდუსტრიული ტექნიკუმის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორაბერეჟოულის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის №1110 ბრძანება (სსმ III, 27.11.2007წ., №167, მუხ. 1836);

ი) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქარელის პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციისა და მასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურამის პროფესიული ლიცეუმის მიერთების შედეგად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქარელის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის №1084 ბრძანება (სსმ III, 26.11.2007წ., №166, მუხ. 1825);

კ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის ტექნიკური კოლეჯის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის №1221 ბრძანება (სსმ III, 11.12.2007წ., №175, მუხ. 1942);

ლ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის სატრანსპორტო პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – №2 ქუთაისის პროფესიული სწავლების ცენტრად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის №33 ბრძანება (სსმ  III, 21.01.2008წ., №8, მუხ. 98);

მ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კაზრეთის პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – კაზრეთის პროფესიული სწავლების ცენტრად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის №1082 ბრძანება (სსმ III, 26.11.2007წ., №166, მუხ. 1823);

ნ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – რუსთავის პოლიტექნიკური პროფესიული ლიცეუმის, რუსთავის დარგთაშორისი პროფესიული სასწავლებლის და ქ. რუსთავის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციის, რუსთავის პოლიტექნიკური პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №886 ბრძანება (სსმ III, 12.10.2007წ., №142, მუხ. 1575);

ო) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რუსთავის პოლიტექნიკური კოლეჯისა და საჯარო სამართლი იურიდიული პირის – გარდაბნის პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრის „იმედის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის №1114 ბრძანება (სსმ III, 27.11.2007, №167, მუხ. 1840);

30. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

31. ეს ბრძანება, გარდა 29-ე პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

32. ამ ბრძანების 29-ე პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 15 სექტემბრიდან.

დ. შაშკინი