„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანს საქართველოს მინისტრის ბრძანება
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანს საქართველოს მინისტრის ბრძანება
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2 საქართველოს მინისტრის ბრძანება
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრ საქართველოს მინისტრის ბრძანება
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის საქართველოს მინისტრის ბრძანება
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფი საქართველოს მინისტრის ბრძანება
- „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახ საქართველოს მინისტრის ბრძანება
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2 საქართველოს მინისტრის ბრძანება
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2 საქართველოს მინისტრის ბრძანება
- „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.175
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №65
2010 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებით (სსმ III, 2009 წ., №147, მუხ.1731) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები:
„3. რაზმის თანამშრომლის ან თანამშრომელთა ჯგუფის მიერ დაცვის ობიექტის განსაზღვრის ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებისთვის დახმარების გაწევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.
4. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, დავალების შესრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება რაზმის უფროსის მიერ სამსახურის უფროსთან სიტყვიერი შეთანხმებით, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება წერილობით უნდა გაფორმდეს სამი დღის ვადაში.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც დაცვის ობიექტია ფინანსთა სამინისტროს თანამდებობის პირები ან სხვა საქმისათვის საჭირო დაცვის ობიექტი, სამსახურის უფროსის მიერ კეთდება წარდგინება ხანგრძლივი მივლინების (არა უმეტესი 6 თვისა) თაობაზე. შესაძლებელია მივლინების შემდგომი გაგრძელება.
6. დაკავებულთა და დაპატიმრებულთა ბადრაგირებაზე, ასევე რაზმის თანამშრომლების დახმარებაზე გადაწყვეტილება მიიღება სამსახურის შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოს უფროსის წარდგინებით.
7. რაზმის თანამშრომელი, დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას, მისი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, უფლებამოსილია ისარგებლოს პირბადით.
2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) ანაწილებს მოსამსახურეთა შორის ფუნქციონალურ მოვალეობებს, განსაზღვრავს მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს, კომპეტენციის ფარგლებში იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი