„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№829
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.016037
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 146, 10/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №829

2010 წლის 9  ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,      ვბრძანებ:

           მუხლი 1

 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებით (სსმ III, 30.11.09, №147, მუხლი 1731) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის:

1. მე-2 პუნქტის:

ა) „გ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ზ) იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველო;“;

ბ) „გ.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ი) აჭარის და გურიის სამმართველო.“.

2.მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების (თბილისის მთავარი სამმართველო; ქვემო ქართლის სამმართველო; კახეთის სამმართველო; მცხეთა-მთიანეთის სამმართველო; შიდა ქართლის სამმართველო; სამცხე-ჯავახეთის სამმართველო; იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველო; სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო; აჭარის და გურიის სამმართველო) ძირითადი ამოცანებია: სამოქმედო ტერიტორიაზე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულისა და სამართალდარღვევების გამოვლენა _ აღკვეთა; დანაშაულის შესახებ განცხადებებისა და შეტყობინებების მიღება, რეგისტრაცია და რეაგირება; საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშულთა გახსნა, მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება; დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე კანონით დადგენილი წესით რეაგირება; სამოქმედო ტერიტორიაზე მოსამართლისა და პროკურორის წერილობით დავალების, მითითებების შესრულება, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში საგამოძიებო მოქმედების წარმოებისას მათთვის დახმარების აღმოჩენა.“.

3. მე-6 პუნქტის:

ა) „ზ-ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველო – ქ. ქუთაისი, ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ხარაგაულის, წყალტუბოს, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო – ქ. ფოთის, ზუგდიდის, წალენჯიხის, მესტიის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ხონის, სენაკის და აბაშის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

ი) აჭარის და გურიის სამმართველო – ქ. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები.“.

           მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი