„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №19 |
|
2023 წლის 26 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებით (სსმ III, 30.11.2009, №147, მუხლი 1731) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ1) ანალიტიკის, დაყადაღებული აქტივების მართვისა და სტატისტიკის სამმართველო;“. 2. 43 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 43. ანალიტიკის, დაყადაღებული აქტივების მართვისა და სტატისტიკის სამმართველო ანალიტიკის, დაყადაღებული აქტივების მართვისა და სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: სამსახურის სისტემაში დანაშაულთა (მათში მონაწილე პირთა) და სამართალდარღვევათა აღრიცხვა-სისტემატიზაცია, სტატისტიკური ანალიზი; სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში დაყადაღებული ან/და ამოღებული ქონების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და სისტემატიზაცია; სახელმწიფო დაწესებულებებიდან, ასევე კანონით დასაშვები წყაროებიდან სამსახურის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება, სისტემატიზაცია და მათი ოპერატიულ-საგამოძიებო დანაყოფებისთვის მიწოდება; საგამოძიებო დეპარტამენტის მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღება, ანალიზი და შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება.“. 3. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ბ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ3“ ქვეპუნქტი: „ბ3) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი კიბერკომპონენტის შემცველი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო;“; ბ) 42 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 43 პუნქტი: „43. საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი კიბერკომპონენტის შემცველი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო არის საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიულ-საგამოძიებო ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა: ქვეყნის მასშტაბით, სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ კიბერკომპონენტის შემცველ დანაშაულთა ჩადენის სახეების და ხერხების იდენტიფიცირება და ანალიზი; სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ კიბერკომპონენტის გამოყენებით ჩადენილ დანაშაულთა გამოვლენა-აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა და გამოძიების სრული მოცულობით წარმოება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.01.2023.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 26.01.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №19. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.22.033.017652.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.01.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №19, 26.01.2023, სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017652 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.01.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5702218/