,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.852
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №783
2009 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ.,№58, მუხ. 503) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისტემის მოსამსახურეებისათვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი.“.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ზღვრული სპეციალური წოდებების დადგენის წესი
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისტემაში დადგინდეს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შემდეგი ზღვრული სპეციალური წოდებები:
ა) გენერალ-მაიორი – სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი;
ბ) პოლკოვნიკი – ადმინისტრაციის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი, ტერიტორიული ორგანოს უფროსი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი;
გ) ვიცე-პოლკოვნიკი – მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე, ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოადგილე, სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
დ) მაიორი –კანცელარიის უფროსი, უფროსი გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, უფროსი მზვერავი, სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსის მოადგილე, სპეციალური დანიშნულების რაზმის განყოფილების უფროსი;
ე) კაპიტანი – გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი, მზვერავი, მთავარი სპეციალისტი, სპეციალური დანიშნულების რაზმის მთავარი ინსპექტორი, მთავარი ბუღალტერი;
ვ) უფროსი ლეიტენანტი – უფროსი სპეციალისტი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი ინსპექტორი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი სპეციალისტი;
ზ) ლეიტენანტი – სპეციალისტი, სპეციალური დანიშნულების რაზმის ინსპექტორი;
თ) უმცროსი ლეიტენანტი – სპეციალური დანიშნულების რაზმის უმცროსი ინსპექტორი.“.
3. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი:
„მუხლი 10. გარდამავალი დებულება
სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებსაც 2009 წლის 1 დეკემბრამდე სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მიღებისას ან სამსახურის გავლის პერიოდში მიენიჭათ სპეციალური სახელმწიფო წოდებები, შეუნარჩუნდეთ აღნიშნული სპეციალური სახელმწიფო წოდებები, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდებებისთვის კანონმდებლობით დადგენილი დანამატები შეუნარჩუნდეთ სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მუშაობის მთელი პერიოდის მანძილზე.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი