„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის №801 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.033.016111
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 060111, 06/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №3

2011 წლის 4 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის №801 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1.,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის №801 ბრძანებით (სსმ III, 26.10.2010, №138, მუხლი 1998) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან (შემდგომში – საბჭო) კოორდინირებულად და სახელმწიფო ფინანსების კონტროლის სფეროში თანამშრომლობს საქართველოს კონტროლის პალატასთან.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) განუხრელად დაიცვას შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობა, წინამდებარე დებულების მოთხოვნები, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გ ამოცემული მეთოდური მითითებები, საბჭოს მიერ შემუშავებული პრაქტიკული სახელმძღვანელოები და მითითებები, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტები და მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი და სახელმძღვანელო პრინციპები.’’.

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

     „მუხლი 41. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების ჩატარების ვადა

შიდა აუდიტისა და ინსპექტირების ჩატარების ვადა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს. მინისტრმა ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს ერთხელ, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით.“.

4. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) ,,მ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) ამზადებს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს, რომელსაც შესათანხმებლად წარუდგენს მინისტრს;’’;

ბ) ,,პ’’ და ,,ჟ’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,პ) თანამშრომლობს საბჭოსთან და მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს მას შესაბამისი დოკუმენტაციით;

ჟ) მომდევნო წლის იანვრის დასრულებამდე წარუდგენს მინისტრს და საბჭოს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის, მიღწეული შედეგების და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხების შესახებ;“;

გ) ,,რ’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დეპარტამენტის მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას წინამდებარე დებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული მეთოდური მითითებები, საბჭოს მიერ შემუშავებული პრაქტიკული სახელმძღვანელოები და მითითებები, სა ქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტები და მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი და სახელმძღვანელო პრინციპები, ასევე შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები.’’.

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                      პ.პეტრიაშვილი