„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის №801 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №218 |
|
2017 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის №801 ბრძანებაში (სსმ III, 26.10.2010, №138, მუხლი 1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პირველადი სტრუქტურული ერთეული – შიდა აუდიტის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სისტემაში შემავალ „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შიდა აუდიტის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, ემორჩილება მხოლოდ კანონს და ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე.“. 2. მე-4 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დეპარტამენტის მოხელეთა მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელი ვალდებულია გამოცხადდეს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს სათანადო განმარტება ან წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია, უზრუნველყოს არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა და დახმარება გაუწიოს დეპარტამენტის მოხელეებს სხვა ქმედების განხორცილების მიზნით.“; ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სხვა საჯარო მოხელეები“. 4. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსი).“; ბ) მე-4 პუნქტის: ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;“; ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სხვა პირველადი სტრუქტურული ერთეულებისა (სტრუქტურული ქვედანაყოფების) და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს და სხვა დოკუმენტებს;“; ბ.გ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საჯარო მოხელეების წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;“; ბ.დ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;“. 5. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე (შემდეგში – დეპარტამენტის უფროსის მოადგილე). დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“; ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ზედამხედველობს მის საკურატორო მეორადი სტრუქტურული ერთეულის (შემდგომში – სამმართველო) საქმიანობას და მასში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;“. 6. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს (შემდგომში – სამმართველოს უფროსი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“; ბ) მე-3 პუნქტის: ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს საჯარო მოხელეებს შორის;“; ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;“. 7. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. სამმართველოების საჯარო მოხელეები 1. სამმართველოების საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს საჯარო მოხელე ვალდებულია დაიცვას წინამდებარე დებულება, ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული პრაქტიკული სახელმძღვანელოები და მითითებები, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტები და მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი და სახელმძღვანელო პრინციპები, ასევე შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები. 3. სამმართველოს საჯარო მოხელეები ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, სამმართველოს უფროსის და მინისტრის სხვა კანონშესაბამის მითითებებს და დავალებებს.“. 8. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IV დეპარტამენტის სტრუქტურა და სამმართველოების კომპეტენცია“. 9. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. დეპარტამენტის სტრუქტურა და შემადგენლობა დეპარტამენტის სტრუქტურაში შედიან შემდეგი სამმართველოები: ა) ინსპექტირების სამმართველო; ბ) მარწმუნებელი მომსახურების სამმართველო.“. 10. 112 მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დასკვნა გაცნობისათვის და შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება მინისტრს, ასევე შესამოწმებელი პირველადი სტრუქტურული ერთეულის (დეპარტამენტი/სამსახური/სამმართველო)/სამმართველოს ხელმძღვანელს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს. 7. სამინისტროს ცენტრალური აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულების (დეპარტამენტი/სამსახური/სამმართველო)/სამმართველოს და სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეულების/მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან მათ დაქვემდებარებაში მყოფი ან სხვა ნებისმიერი თანამშრომლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისა და კანონდარღვევის ფაქტების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია/საჩივარი დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინსპექტირების სამმართველოს. 8. ინსპექტირების სამმართველოსთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიუწოდებლობა, თუ ეს ინფორმაცია ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის ცნობილი იყო ან ცნობილი უნდა ყოფილიყო საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, იწვევს სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამისი პირველადი სტრუქტურული ერთეულების (დეპარტამენტი/სამსახური/სამმართველო)/სამმართველოს/სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 11. მე-14 და მე-15 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. საქმისწარმოების ორგანიზება და აღრიცხვიანობა დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა მიერ ჩატარებული შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების და სხვა საკითხების ამსახველი საქმის მასალები ინახება დეპარტამენტში და მათი გამოთხოვის წესი განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 15. აცილების საფუძვლები 1. დეპარტამენტის საჯარო მოხელე არ მონაწილეობს შიდა აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმების განხორციელების პროცესში, თუ აუდიტს ან სამსახურებრივ შემოწმებას დაქვემდებარებული პირი არის მასთან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ახლონათესაურ დამოკიდებულებაში ან არსებობს სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს დეპარტამენტის საჯარო მოხელის შემოწმების შედეგებით შესაძლო სუბიექტური დაინტერესების შესახებ. 2. დეპარტამენტის საჯარო მოხელის შიდა აუდიტორული ან სამსახურებრივი შემოწმების პროცესიდან აცილების საკითხს წყვეტს დეპარტამენტის უფროსი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის აცილების საკითხს – მინისტრი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან. |
|