,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.011.957
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №542
2008 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ“ დებულებაში (სსმ III, 2004 წ., №58, მუხ. 503) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემის მოსამსახურეებისათვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი.“.
2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სპეციალური წოდებით ნამსახურობის წლები აითვლება ამ წოდების მინიჭების შესახებ ბრძანების ხელმოწერის დღიდან.“.
3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ზღვრული სპეციალური წოდებების დადგენის წესი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში დადგინდეს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შემდეგი ზღვრული სპეციალური წოდებები:
ა) გენერალ-მაიორი – სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი;
ბ) პოლკოვნიკი – დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, აპარატის უფროსი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე, რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსი, რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის მოადგილე, საგადასახადო ინსპექციის უფროსი, საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე, მთავარი სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
გ) ვიცე-პოლკოვნიკი – ადმინისტრაციის უფროსი, სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, მრჩეველი, ცენტრის უფროსი, საბაჟო-საგუშაგოს უფროსი, საბაჟო-გამშვები პუნქტის უფროსი;
დ) მაიორი – ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, უფროსი გამომძიებელი, უფროსი მზვერავი, საბაჟო-საგუშაგოს უფროსის მოადგილე, საბაჟო-გამშვები პუნქტის უფროსის მოადგილე;
ე) კაპიტანი – მთავარი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი, მთავარი ბუღალტერი, გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, მზვერავი;
ვ) უფროსი ლეიტენანტი – უფროსი ინსპექტორი, უფროსი სპეციალისტი, უფროსი ბუღალტერი, ინსპექტორ-გამომძიებელი;
ზ) ლეიტენანტი – ინსპექტორი, ბუღალტერი, სპეციალისტი, თანაშემწე;
თ) უმცროსი ლეიტენანტი – უმცროსი ინსპექტორი.“.
4. მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეებს, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს, ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს ანიჭებს მინისტრი;
ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეებს (გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული მოსამსახურეებისა) ანიჭებს შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სამინისტროს სისტემაში ახლად მიღებულ მოსამსახურეებს, რომლებსაც გააჩნიათ უმაღლესი განათლება და დაინიშნენ საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე და არ გააჩნიათ ოფიცრის სამხედრო ან სხვა სპეციალური წოდება, ენიჭებათ საშუალო სპეციალური წოდება – „უმცროსი ლეიტენანტი“ ან „უმცროსი ინსპექტორი.“;
გ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. პირველი და მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ივსება სპეციალური წარდგინება, რომელიც ეგზავნება შესაბამის კადრების სამსახურს მორიგი წოდების მისანიჭებელი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.“.
მუხლი 2
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორგანოებში არსებული სახელმწიფო სპეციალური წოდებების და შემოსავლების სამსახურში მოქმედი სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესაბამისობა განისაზღვრება შემდეგი თანაფარდობით:
ა) უმცროსი ლეიტენანტი – უმცროსი ინსპექტორი;
ბ) ლეიტენანტი – III კლასის ინსპექტორი;
გ) უფროსი ლეიტენანტი – II კლასის ინსპექტორი;
დ) კაპიტანი – I კლასის ინსპექტორი;
ე) მაიორი – III კლასის მრჩეველი;
ვ) ვიცე-პოლკოვნიკი – II კლასის მრჩეველი;
ზ) პოლკოვნიკი – I კლასის მრჩეველი;
თ) გენერალ-მაიორი – ფინანსების სახელმწიფო მრჩეველი.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს, რომელიც მუშაობს ან დაინიშნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში და გასული არ აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის კანონით დადგენილი ვადა ან მისი წოდება აღემატება დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებას, ენიჭება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მოქმედი ის სპეციალური წოდება, რომელიც შეესაბამება მინიჭებულ ბოლო სპეციალურ წოდებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გასული აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის კანონით დადგენილი ვადა – ენიჭება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მოქმედი შესაბამისი მორიგი სპეციალური წოდება, თუ იგი არ აღემატება დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებას.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური