“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობვაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№614
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.008.7771
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 82, 20/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №614

2006 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ„ საქართველოს კანონის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების მიზნით, ვბრძანებ :

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულებაში“ (სსმ III, 2004 წ., №58, მუხ.503) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთი დაწესებულებიდან მეორეში მოსამსახურის გადასვლისას მას მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით„.

ბ) მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხა ფინანსთა სამინისტროში და გასული არ აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის კანონით დადგენილი ვადა ან მისი წოდება აღემატება დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებას, ენიჭება ფინანსთა სამინისტროში მოქმედი ის სპეციალური წოდება, რომელიც შეესაბამება მინიჭებულ ბოლო სამხედრო ან სპეციალურ წოდებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გასული აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის კანონით დადგენილი ვადა – ენიჭება ფინანსთა სამინისტროში მოქმედი შესაბამისი მორიგი სპეციალური წოდება თუ იგი არ აღემატება დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებას“.

გ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. სამხედრო და ფინანსთა სამინისტროში მოქმედი სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესაბამისობა განისაზღვრება შემდეგი თანაფარდობით:

ა) რიგითი, ეფრეიტორი, მეორე კლასის ეფრეიტორი, პირველი კლასის ეფრეიტორი, მატროსი, უფროსი მატროსი, მეორე კლასის მატროსი, პირველი კლასის მატროსი - რიგითი;

ბ) კაპრალი, უმცროსი სერჟანტი, საზღვაო კაპრალი, უმცროსი მიჩმანი - უმცროსი სერჟანტი;

გ) სერჟანტი, მიჩმანი – სერჟანტი;

დ) უფროსი სერჟანტი, მასტერ სერჟანტი, ბატალიონის სერჟანტი, სერჟანტ-ლეიტენანტი, უფროსი მიჩმანი, მასტერ მიჩმანი, ხომალდის მიჩმანი (შტაბის მიჩმანი), მთავარი მიჩმანი, მიჩმან-ლეიტენანტი – უფროსი სერჟანტი

ე) უმცროსი ლეიტენანტი – უმცროსი ლეიტენანტი, უმცროსი ინსპექტორი;

ვ) ლეიტენანტი – ლეიტენანტი, III კლასის ინსპექტორი;

ზ) უფროსი ლეიტენანტი – უფროსი ლეიტენანტი, II კლასის ინსპექტორი;

თ) კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი – კაპიტანი, I კლასის ინსპექტორი;

ი) მაიორი, III რანგის კაპიტანი – მაიორი, III კლასის მრჩეველი;

კ) ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი – ვიცე-პოლკოვნიკი, II კლასის მრჩეველი;

ლ) პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი  – პოლკოვნიკი, I კლასის მრჩეველი;

მ) ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, არმიის გენერალი, კონტრ-ადმირალი, ვიცე-ადმირალი, ადმირალი – ფინანსური პოლიციის გენერალ-მაიორი„.

დ) ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის მე-11 პუნქტი.

ე) მე-5 მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. მორიგი სპეციალური წოდება მოსამსახურეებს მიენიჭებათ წოდებით წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის შემდეგ, დაკავებული თანამდებობის ზღვრული სპეციალური წოდების გათვალისწინებით.

15. მოსამსახურეებს პენსიაში გასვლის წინ, უმწიკვლო სამსახურისათვის თუ მათ სისტემაში იმსახურეს ათი ან მეტი წელი და გაუვიდათ სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა, შეიძლება მიენიჭოთ მორიგი სპეციალური წოდება, დადგენილ ზღვრულ წოდებაზე ერთი საფეხურით ზევით, მაგრამ არაუმეტეს პოლკოვნიკის ან I კლასის მრჩევლისა“.

ვ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე (არაუმეტეს წელიწადში ერთხელ) ენიჭება:

ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით ან

ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი ალექსი ალექსიშვილი