„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება №44 |
|
2024 წლის 13 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველო კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „რ.გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“.
2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:
ა) მე-2 მუხლის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამსახურის მოსამსახურე (შემდგომში – მოსამსახურე) – სამსახურის მოხელე, მათ შორის, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, აგრეთვე დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე;“;
ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სამსახურის მოხელე – სამსახურში დასაქმებული მოხელე, რომელსაც იმავდროულად არ აქვს მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდება;“;
ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საშტატო განრიგში მიეთითება თითოეული საშტატო ერთეულის შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საშტატო ერთეული ასევე ითვალისწინებს წოდების არმქონე მოხელის დანიშვნას, დამატებით მიეთითება – სამსახურის მოხელე.“;
გ) მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სამსახურის მოხელეს, მათ შორის, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვს შეინახოს, ატაროს ან/და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი და სპეციალური საშუალებები, აგრეთვე დამატებითი სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. ცივი იარაღის შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება აქვს იმ მოსამსახურეს, რომელსაც იმავდროულად გააჩნია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება.“;
დ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოსამსახურეს „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებების გარდა, უფლება აქვს:
ა) გაეცნოს ყველა შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც განსაზღვრულია მისი უფლება-მოვალეობები, მიიღოს სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები;
ბ) დადგენილი წესით მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალები, რომლებიც საჭიროა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის;
გ) დაწინაურდეს დადგენილი წესით სამსახურის შესაბამის თანამდებობაზე;
დ) გაიაროს საკვალიფიკაციო სწავლებები, რომლებიც, სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
ე) მოითხოვოს სამსახურებრივი შემოწმება თავისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების ბათილობის მიზნით;
ვ) გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში ან სასამართლოში მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებანი, თუ იგი თვლის, რომ ამით იზღუდება მისი კანონიერი უფლებები და ილახება ღირსება;
ზ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებებით.“;
ე) მე-12 მუხლის:
ე.ა) მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უმცროს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს საშუალო სახელმწიფო სპეციალურ წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
ბ.ა) უმაღლესი განათლება; ან
ბ.ბ) სრული ზოგადი განათლება და დადგენილი წესით გავლილი ჰქონდეს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო ან სპეციალური მომზადების პროგრამა ან კურსი;
გ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უფროს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას ან/და უმაღლეს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება.“;
ე.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი თანამდებობა ითვალისწინებს როგორც სახელმწიფო სპეციალური წოდებით, ასევე სამსახურის მოხელედ მიღების შესაძლებლობას, მაშინ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული, განათლებასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვრცელდება სამსახურის მოხელის მიმართაც.“;
ე.გ) მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საშტატო ერთეულით გათვალისწინებული სამსახურის მოხელის (გარდა სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოხელისა), აგრეთვე დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურის თანამდებობაზე მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.“;
ზ) მე-17 მუხლი ამოღებულ იქნეს;
თ) მე-19 მუხლის:
თ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობის გარდა უფლება არ აქვს:
ა) ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს;
ბ) ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა დაწესებულებაში, უცხო ქვეყნის ორგანოში/დაწესებულებაში.“;
თ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სამსახურის მოხელეს, მათ შორის, სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება. მას შეუძლია მხოლოდ ფლობდეს აქციებსა და წილს.“;
ი) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. სპეციალური სამხედრო აღრიცხვის წესი
სამსახურში მიღებული სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სპეციალური სამხედრო აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებითა და სხვა სათანადო სამართლებრივი აქტებით.“;
კ) 28-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურის მოხელე, მათ შორის, სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, სამსახურის უფროსის, მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილის, ხოლო კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით:
ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე;
ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს;
გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის დროს.
2. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამსახურის მოხელეს და სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს:
ა) 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ფულადი სარგო (მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად;
ბ) მისივე თანხმობით, შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება არაუმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით, რა დროსაც ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად უნარჩუნდება ფულადი სარგო (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო), ამასთან, დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს პრემიაც.
3. კადრების განკარგულებაში აყვანილი სამსახურის მოხელე და სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.“;
ლ) 31-ე და 32-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო
კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამსახურის მოხელის, მათ შორის, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის, დათხოვნა სამსახურიდან.
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან სამსახურში დადგენილი ზღვრული ასაკის გამო, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.“;
მ) 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 34. დათხოვნა წელთა ნამსახურობის ვადის შესრულების გამო
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი, მისივე თანხმობის შემთხვევაში შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან წელთა ნამსახურობის ვადის შესრულების გამო, თუ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს აღნიშნული პირისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესაძლებლობას.“;
ნ) 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 47. მოსამსახურეთა შემადგენლობა და წოდებები
1. კანონმდებლობის შესაბამისად სამსახურში დაწესებულია სახელმწიფო სპეციალური წოდებები.
2. მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდება (პირველადი, მორიგი ან ვადაზე ადრე) ენიჭება, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით განსაზღვრულია მისანიჭებელი წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი წოდება.
3. სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს მხოლოდ თანამიმდევრობით. სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით დაუშვებელია.
4. წოდებების მინიჭება:
ა) პირველად და მორიგ სახელმწიფო სპეციალურ წოდებას ანიჭებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილე, ასევე კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსი გარდა უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდებებისა და წოდების ვადაზე ადრე მინიჭებისა;
ბ) უმაღლეს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.
5. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალური მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ, მოსამსახურეს ენიჭება უმცროსი ლეიტენანტის სახელმწიფო სპეციალური წოდება.
6. უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები მიენიჭებათ მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეებს, გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
7. სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების უფლებამოსილება აქვს სამსახურის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილეს, ასევე კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსს გარდა უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდებებისა და წოდების ვადაზე ადრე მინიჭებისა.“;
ო) 471 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 471. სამხედრო წოდებების შესაბამის სახელმწიფო სპეციალურ წოდებებთან გათანაბრების წესი
1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოსამსახურის სპეციალური წოდების მინიჭებით მიღებისას, ადრე მინიჭებული სამხედრო წოდება უთანაბდება სპეციალურ წოდებას შემდეგი წესით:
ა) რიგითი, I კლასის რიგითი, კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი – „სახელმწიფო უსაფრთხოების რიგითი“;
ბ) უმცროსი სერჟანტი – „სახელმწიფო უსაფრთხოების უმცროსი სერჟანტი“;
გ) სერჟანტი – „სახელმწიფო უსაფრთხოების სერჟანტი“;
დ) უფროსი სერჟანტი, მასტერ სერჟანტი – „სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი სერჟანტი“;
ე) მთავარი სერჟანტი – „სახელმწიფო უსაფრთხოების ზემდეგი“;
ვ) ლეიტენანტი – „სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტი“;
ზ) უფროსი ლეიტენანტი – „სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტი“;
თ) კაპიტანი – ,,სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტანი“;
ი) მაიორი – „სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორი“;
კ) ვიცე-პოლკოვნიკი – „სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი“;
ლ) პოლკოვნიკი – ,,სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი“;
მ) ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი,– „სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორი“;
ნ) გენერალ-ლეიტენანტი – „სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-ლეიტენანტი“;
ო) გენერალი – „სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-პოლკოვნიკი“.
2. სამსახურში მისაღებ კანდიდატს, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდება, სამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისას მიენიჭება ადრე მინიჭებული ყველაზე უფრო მაღალი სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების შესაბამისი წოდება, მიუხედავად თანამდებობისათვის დაწესებული წოდებრივი ზღვარისა და ამ წესის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვებისა.“;
პ) 48-ე მუხლის:
პ.ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
პ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი სამსახურში მიღებისას თანამდებობაზე ინიშნება ადრე მინიჭებული ყველაზე უფრო მაღალი სახელმწიფო სპეციალური წოდებით.“;
პ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დათხოვნისას მოსამსახურეს, რომელსაც აქვს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო სამსახურის სტაჟი და გასულია მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის თანხმობით შეიძლება მიენიჭოს მორიგი წოდება (გარდა პოლკოვნიკის სახელმწიფო სპეციალური წოდებისა), თანამდებობრივი ზღვრული წოდების მიუხედავად.“;
ჟ) 49-ე მუხლის:
ჟ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება მოსამსახურეებს მიენიჭებათ წოდებით სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ.“;
ჟ.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებამდე მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამსახურის გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.
4. მოსამსახურეს, რომელიც დაინიშნება თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად და აღნიშნული თანამდებობისთვის საშტატო განრიგით განსაზღვრულია უფრო მაღალი ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდება და მოსამსახურეს ნამსახურები აქვს შესაბამისი წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადა, მორიგი წოდება არ მიენიჭება.“;
რ) 50-ე მუხლის:
რ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ყოველი სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის გავლისათვის დადგენილია ვადა, გარდა უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდებებისა.“;
რ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საომარი მდგომარეობის დროს საშუალო და უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთათვის წოდების მისანიჭებლად სამსახურის გავლის ვადები მცირდება 6 თვის ვადით და ვრცელდება იმ პირებზე, ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ამგვარ მოქმედებებში.“;
რ.გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა აღირიცხება წოდების მინიჭების შესახებ ბრძანებაში მითითებული თარიღიდან.
4. უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მისანიჭებლად სამსახურის ვადა არ წესდება. აღნიშნული წოდების მინიჭება ხორციელდება სამსახურის უფროსის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.“;
ს) 51-ე მუხლის:
ს.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განსაკუთრებული დამსახურების ან ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით ვადამდე სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების უფლება აქვს სამსახურის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილეს.“;
ს.ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ს.გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ვადამდე სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებამდე მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამსახურის გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.
5. სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების შემთხვევაში განსაკუთრებულ დამსახურებად ითვლება:
ა) დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლასა და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი;
ბ) განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულება;
გ) საბრძოლო მომზადებისას ან საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისას შეიარაღებული კონფლიქტების დროს გამოჩენილი პროფესიონალიზმი და თავდადება;
დ) სამსახურის მიერ წარმატების მიღწევაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა;
ე) სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულება.“;
ტ) 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდება შეიძლება ჩამოართვას მხოლოდ სასამართლომ.
2. გამართლების შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ჩამორთმეული სახელმწიფო სპეციალური წოდება უნდა აღუდგინოს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს ამ წოდების მინიჭების უფლება.“;
უ) 521 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 521. მოსამსახურეთა რანგირება და კლასი
სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული/დანიშნული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები არ ექვემდებარებიან თანამდებობათა რანგირებასა და კლასების მინიჭებას, ხოლო სამსახურში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე მოსამსახურეები თანამდებობათა რანგირებასა და კლასების მინიჭებას ექვემდებარებიან მხოლოდ მათი შრომის ანაზღაურების ფარგლებში.“;
ფ) VIII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VIII
თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, სამსახურიდან დათხოვნისა და სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირები
მუხლი 63. თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, სამსახურიდან დათხოვნისა და სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირები
1. სამსახურის უფროსის ბრძანებით თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირების სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებაზე და მათი დროებითი არყოფნის შემთხვევაში მოვალეობის დაკისრებაზე უფლებამოსილი პირი არის მხოლოდ სამსახურის უფროსი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოსამსახურეთა გარდა სამსახურის ყველა სხვა მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს და სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს, ხოლო მათი დროებითი არყოფნის შემთხვევაში მოვალეობას აკისრებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილე, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსი.“.
|