„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.175
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №65
2010 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებით (სსმ III, 2009 წ., №147, მუხ.1731) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები:
„3. რაზმის თანამშრომლის ან თანამშრომელთა ჯგუფის მიერ დაცვის ობიექტის განსაზღვრის ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებისთვის დახმარების გაწევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.
4. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, დავალების შესრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება რაზმის უფროსის მიერ სამსახურის უფროსთან სიტყვიერი შეთანხმებით, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება წერილობით უნდა გაფორმდეს სამი დღის ვადაში.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც დაცვის ობიექტია ფინანსთა სამინისტროს თანამდებობის პირები ან სხვა საქმისათვის საჭირო დაცვის ობიექტი, სამსახურის უფროსის მიერ კეთდება წარდგინება ხანგრძლივი მივლინების (არა უმეტესი 6 თვისა) თაობაზე. შესაძლებელია მივლინების შემდგომი გაგრძელება.
6. დაკავებულთა და დაპატიმრებულთა ბადრაგირებაზე, ასევე რაზმის თანამშრომლების დახმარებაზე გადაწყვეტილება მიიღება სამსახურის შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოს უფროსის წარდგინებით.
7. რაზმის თანამშრომელი, დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას, მისი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, უფლებამოსილია ისარგებლოს პირბადით.
2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) ანაწილებს მოსამსახურეთა შორის ფუნქციონალურ მოვალეობებს, განსაზღვრავს მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს, კომპეტენციის ფარგლებში იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.02.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ მიღებულია 05.02.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №65. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.22.033.014175.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.02.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ, №65, 05.02.2010, სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.014175 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.02.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1002353/