,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილე­ბების შეტანის შესახებ“

მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№201
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 42, 28/03/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
💡 დააწკაპეთ კვანძზე კავშირების გასახსნელად (3 დონე)
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №201

2007 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახუ­რეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №104, მუხ. 1155) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძა­ნე­ბულების მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამ­ტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2 

ქ. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი

თანამდებობის დასახელება

თანხა ლარობით

1

ქ. თბილისის მერი

2800

2

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე

2800

3

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

2300

4

ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი)

2300

5

ქ. თბილისის მერის მოადგილე

2200

6

მერიის ადმინისტრაციის უფროსი

2000

7

ქ. თბილისის რაიონის გამგებელი

1900

8

ქ. თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი

1900

9

ქ. თბილისის საკრებულოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარე

1600

10

ქ. თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1600

11

მერიის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე

1300

12

მერის წარმომადგენელი საკრებულოში

1300

13

ქ. თბილისის რაიონის გამგებლის მოადგილე

1200

14

მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილე

1200

15

ქ. თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე

1200

16

სხვა წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი

900

17

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

900

18

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

500.“.

 

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი