საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისიტემაში შემავალი ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლიკვიდაციისა და მათ ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის -სიცოცოხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- სსიპ _ კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის რეორგანიზაციისა და სსიპ _ ლევან სამხარაულის საქართველოს მთავრობის დადგენილება
- საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებუ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წნორის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავი საქართველოს მთავრობის დადგენილება
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იუ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- სსიპ – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის და საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახედ სასწავლო უნივერსიტ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბოტანიკური ბაღის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შოთა რუსთაველის სახელმწ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №276
2010 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლიკვიდაციისა და მათ ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის შექმნის შესახებ
მუხლი 1
„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის, რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ცენტრის, მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის, ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლიკვიდაცია 2010 წლის 1 ნოემბრამდე და მათ ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრი.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის, რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ცენტრის, მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის, ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფლებამონაცვლედ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის, რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ცენტრის, მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის, ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლიკვიდატორების დანიშვნა;
ბ) შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის, რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ცენტრის, მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის, ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის დასრულებისთანავე;
გ) ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;
დ) ცენტრის წესდების დამტკიცება და ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურის საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენა.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებათა საფუძველზე განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციასა და კვარტალურ განწერაში.
5. 2010 წლის 1 ნოემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების პირველი მუხლის 24-ე, 27-ე და 31-ე პუნქტები.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური