საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.08.2010 ბოლო ცვლილება 10.09.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№246
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 103, 24/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№246

2010 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ

    მუხლი 1.

„მაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-13 მუხლის, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და “მეც­ნიე­რების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

1. რეორგანიზებულ იქნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწე­სებულებათა სტრუქტურულ ერთეულებად – დამოუკიდებელ სა­მეც­ნიერო-კვლევით ერთეულებად „ახელმწიფო სამეცნიერო-კვლე­ვით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის16 მა­რ­ტის №58 დადგენილების პირველი მუხლის მე-18, 45-ე, 52-ე, 56-ე, 62-ე და 67-ე პუნქტებით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლე­ვი­თი დაწესებულებები შემდეგ სსიპ – უმაღლეს საგან­მანათ­ლებლო დაწესებულებებთან შეერთების გზით:

ა) სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შეუერთ­დეს:

ა.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინსტიტუტი “ოპტიკა“;

ა.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინსტიტუტი “ტექინფორმი“;

ა.გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი;

ბ) სსიპ – საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსი­ტეტს შეუერთდეს:

ბ.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონსტანტინე ამირაჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრი­ფიკაციის ინსტიტუტი;

ბ.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ჩაის, სუბ­ტრო­პიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი;

გ) სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსი­ტეტს შეუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იო­ველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეორგანიზაციის შედეგად:

ა) სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩაითვა­ლოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ინსტიტუტ „პტიკის“, ინსტიტუტ “ტექინფორმისა“ და სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ;

ბ) სსიპ – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსი­ტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – კონსტანტინე ამირაჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტისა და ჩაის, სუბტროპიკული კულ­ტუ­­რე­ბისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის უფლებამონა­ცვ­ლედ;

გ) სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსი­ტე­ტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს გა­ნათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ წი­ნადადებათა საფუძველზე განახორციელოს შესაბამისი ცვლი­ლე­ბები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო­სათვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ორგანიზა­ციულ კლასიფიკაციასა და კვარტალურ განწერაში.

4. დაევალოთ ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა დი­რექ­ტორებს მათდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებათა ბა­ლანს­ზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარი­ზაცია, დე­ბი­ტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული აღ­რიცხვა და რე­ორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიე­ბების გან­ხორ­ციელება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესე­ბუ­ლების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ დადგენილებით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრუ­ლების­თანავე უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემა.

6. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ რეორგანიზაციას­თან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2011 წლის 1 იან­ვ­რამდე.

7. 2011 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სა­მართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების პირ­ვე­ლი მუხლის მე-18, 45-ე, 52-ე, 56-ე, 62-ე და 67-ე პუნქტები.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრინ. გილაური