საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№306
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016037
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 134, 19/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№306

2010 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ

    მუხლი 1

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის მე-13 მუხლის, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესა­ხებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის სა­ფუძველზე:

1. რეორგანიზებულ იქნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტრუქტურულ ერთეულებად – დამოუკი­დე­ბელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებად „სახელმწიფო სა­მეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების პირ­ვე­ლი მუხლის 39-ე და            57-ე პუნქტებით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები შემდეგ სსიპ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეერთების გზით:

ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტი­ტუტი;

ბ) სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შეუ­ერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბიოტექ­ნოლოგიის ცენტრი.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნ­ქტით გათვალისწინებული რეორგანიზაციის შედეგად:

ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტი­ტუტის უფლებამონაცვლედ;

ბ) სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩა­ით­ვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბიოტექ­ნოლოგიის ცენტრის უფლებამონაცვლედ.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, საქართვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარ­დგენილ წინადადებათა საფუძველზე განახორციელოს შესა­ბა­მისი ცვლილებები საქართველოს განათლებისა და მეცნი­ერების სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამ­ტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციასა და კვარტა­ლურ განწერაში.

4. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დი­რექ­­ტო­რებმა უზრუნველყონ მათდამი დაქვემდებარებულ და­წე­სე­ბულებათა ბა­ლანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეუ­ლო­ბათა ინვენტარი­ზაცია, დებიტორულ-კრედიტორული დავა­ლი­ანებების სრული აღრიცხვა და რეორგანიზაციასთან და­კავ­შირებულ სხვა ღო­ნისძიებათა განხორციელება შესაბამისი უმაღ­ლესი საგანმა­ნათლებლო დაწესებულების ადმინისტრა­ცი­ას­თან შეთანხმე­ბით.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნისტრომ ამ დადგენილებით გათვალისწინებული რეორგანი­ზაციის დასრულებისთანავე უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემა.

6. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ რეორგანი­ზა­ციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2011 წლის 1 იანვრამდე.

7. 2011 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამო­ცხადდეს „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულება­თა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების პირველი მუხლის 39-ე და 57-ე პუნქტები.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური