საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №246 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №279
2010 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №246 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №246 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №103, მუხლი 1537) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რეორგანიზებულ იქნეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტრუქტურულ ერთეულებად – დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებად „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების პირველი მუხლის მე-18, 45-ე, 52-ე და 67-ე პუნქტებით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები შემდეგ სსიპ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეერთების გზით:
ა) სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შეუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინსტიტუტი „ტექინფორმი“;
ბ) სსიპ – საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს შეუერთდეს:
ბ.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონსტანტინე ამირაჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტი;
ბ.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი;
გ) სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შეუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი.“.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინსტიტუტ „ტექინფორმის“ უფლებამონაცვლედ;“.
3. დადგენილების პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. 2011 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების პირველი მუხლის მე-18, 45-ე, 52-ე და 67-ე პუნქტები.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №246 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №246 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.09.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №246 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №246 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 10.09.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №279. სარეგისტრაციო კოდი — 440020030.10.003.016012.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №246 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №246 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.09.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №246 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №279, 10.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 440020030.10.003.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1003183/