საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ

მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№274
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 118, 16/09/2010
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.09.2010 მიღება
28.10.2011 ბოლო ცვლილება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
💡 დააწკაპეთ კვანძზე კავშირების გასახსნელად (3 დონე)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

კონსოლიდირებული რედაქციები (2)

📅 მოქმედების პერიოდი: 28.10.2011დღემდე
ცვლილებები (1)
📝 ცვლილებები წინა რედაქციასთან შედარებით (16.09.2010 → 28.10.2011)

🔍 ტექსტში ცვლილებები ვერ მოიძებნა.

ცვლილებები შეიძლება ეხებოდეს ფორმატირებას ან მეტამონაცემებს, რაც ტექსტის შედარებისას არ ჩანს.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №274

2010 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ

მუხლი 1. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,მეც­ნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

1. რეორგანიზებულ იქნეს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კავკასიის ალექ­სანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად – დამოუკიდებელ სა­მეც­­ნიერო-კვლევით ერთეულად მასთან შეერთების გზით;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლო­გიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სსიპ – ილიას სახელმწი­ფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად – დამოუკიდებელ სა­მეცნიერო-კვლევით ერთეულად მასთან შეერთების გზით.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეორგანიზაციის შე­დეგად:

ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სა­ხელ­მწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იური­დიული პირის – კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერა­ლუ­რი ნედლეულის ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ;

ბ) სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახე­ლობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საბი­უ­ჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს განათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადა­დებათა საფუძველზე განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები სა­ქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლა­­სიფიკაციასა და კვარტალურ განწერაში.

4. დაევალოთ ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული სამეცნიერო-კვლე­ვითი დაწესებულებების დირექტორებს მათდამი დაქვემდება­რებულ დაწესებულებათა ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, დებიტორულ-კრედიტორული და­ვა­ლია­ნებების სრუ­ლი აღრიცხვა და რეორგანიზაციასთან დაკავ­ში­რებულ სხვა ღონისძიებათა განხორციელება შესაბამისი უმაღ­ლესი საგანმა­ნათ­ლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან შე­თანხმებით.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ დადგენილებით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრუ­ლე­ბისთანავე უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემა.

6. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ რეორგანიზაციას­თან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2011 წლის 1 იან­ვ­რამდე.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური