ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2010 წლის 14 სექტემბერი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს,,ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 200 7 წლის 28 თებერვლის № 21 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე .
საკრებულოს თავმჯდომარე გ . გელენიძე
დანართი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №20, 14.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016007 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1004347-2/