„თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№52
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.154.016010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 30/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 52

2010 წლის 15   სექტემბერი

დ. თიანეთი

„თიანეთის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №23 დადგენილებაში  ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო   ადგენს:

 მუხლი 1.„თიანეთის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010   წლის 12 აგვისტოს№23 დადგენილებაში, შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1.  თავი 1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი I

ზოგადი დებულებები“.

2.  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

 ა)მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და    ადრესატებისათვის გადაგზავნას;

ბ)  საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;

გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ, საკრებულოს, მუნიციპალურ სამსახურებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის;

დ) საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;

ე) გამგეობის, მუნიციპალური სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოს სამუშაოთა გეგმების მომზადებას;

ვ)  ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;

ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტ- ბრუნვას;

თ)  საქმეთა ნომენკლატურის შედგენას, დაარქ ივ ებას;

 ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;

 კ)  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

  ლ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;

  მ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

  ნ) საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

  ო) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;

  პ)  საკრებულოს დადგენილებების სისტემატიზაციასა და კოდიფიცირებას;

 ჟ)   მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;

 რ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ს) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას;

 ტ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

  უ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება ს; სოციალური საკითხების გადაწყვეტა ს და საპენსიო საბუთების გაფორმება ს წელთა ნამსახურობის მიხედვით;

   ფ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;

  ქ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;

 ღ)  გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციას;

ყ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა ს;

 შ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობას;

 ჩ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, საოფისე ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების, კავშირგაბმულობის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამართულ ფუნქციონირებას, რემონტს, დაცვასა და ტექნიკურ მომსახურებას;

 ც) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების მომარაგებას საქმიანობისათვის საჭირო საოფისე ტექნიკითა და მასალებით;

 ძ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

3.  თავი 2. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი II

სამსახურის სტრუქტურა“.

4.   მე-3 მუხლის:

ა)1-ლი პუნქტის:

ა.ა)„გ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იურიდიული განყოფილება;

 გ.ა)  განყოფილების უფროსი;

 გ.ბ) მთ. სპეციალისტი“;

ა.ბ)„დ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

დ.ა) განყოფილების უფროსი;

დ.ბ) წამყვანი სპეციალისტი;

დ.გ)უფროსი სპეციალისტი“;

5. თავი 3. სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი III

სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (განყოფილებებისა)    და სამსახურის მოხელეთა  ფუნქციები“.

6. მე-7 მუხლის:

ა) „მთ.სპეციალისტი კადრების საკითხებში დადგენილი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მთ. სპეციალისტი კადრების საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს:“.

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გამგეობის სტრუქტურის, მასში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ წინადადებების შემუშავებას; გამგეობის  სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიულ ორგანოთა დებულებების პროექტების მომზადებას ამ ერთეულების (ორგანოების) ხელმძღვანელთა წინადადებების საფუძველზე;“.

7. თავი 4. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი IV

სამსახურის ხელმძღვანელობა“.

8. თავი 5. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი V

სამსახურის საჯარო მოსამსახურეები“.

9.  მე-12  მუხლის 1-ლი  და მე-3 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნონ კონკურსის წესით.

3.კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით“.

10.  მე-13 მუხლის:

ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განისაზღვრავს  საკრებულო.“;

ბ) 1-ლი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი :

2. სამსახურის საშტატო ნუსხას  და თანამდებობრივ ინსტრუქციას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

 მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                                      გ. წიკლაური

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.09.2010.
როდის იქნა მიღებული „თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.09.2010. მიმღები ორგანო — თიანეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №52. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.154.016010.
რამდენი მუხლისგან შედგება „თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.09.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №52, 15.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.154.016010 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1005801/