თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №63
2010 წლის 15 სექტემბერი
დ. თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ „საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული თიანეთის მუნიციპალიტეტის შემდეგი სიმბოლოები:
ა) თიანეთის მუნიციპალიტეტის გერბი, რომელიც წარმოადგენს: გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად. I ნაწილი – მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვარი, რომლის მკლავები ბოლოში ფართოვდება, ხოლო მკლავებს შორის მოთავსებულია ცხრასხივიანი მზის ოთხი სიმბოლო. II ნაწილი – მწვანე ველზე ოქროს ჯაჭვზე ჩამოკიდებული ოქროს მუხა; ჯაჭვის ზედა ნაწილი ეხება ფარის ზედა კიდეს. გერბის ფარის მეწამულ და მწვანე ველის ქვედა ნაწილს გადაკვეთს ვერცხლის სამი ვიწრო (შემცირებული) სარტყელი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხესიმაგრის ფორმის ) ნახევრად ღ ია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი – „თიანეთი“ (დანართი 1);
ბ) თიანეთის მუნიციპალიტეტის დროშა, რომელიც წარმოადგენს: დროშა ვერტიკალურად არის გაყოფილი მეწამულ და მწვანე ველებად. დროშის ცენტრში მოთავსებულია ოქროს ჯვარი, რომლის მკლავები ბოლოში ფართოვდება, ხოლო მკლავებს შორის ცხრასხივიანი მზის სიმბოლოა გამოსახული.
დროშის პროპორციაა 2/3 (დანართი 1).
2. დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №51 განკარგულება „თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. წიკლაური
დანართი №1
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.09.2010.
- როდის იქნა მიღებული „თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“?
- „თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 15.09.2010. მიმღები ორგანო — თიანეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №63. სარეგისტრაციო კოდი — 010020000.35.154.016021.
- სად არის „თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.09.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“, №63, 15.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010020000.35.154.016021 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1006377/