თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №62
2010 წლის 15 სექტემბერი
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის და „სახელმწიფო ქონების შესახებ „საქართველოს კანონის შესაბამისად,
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესი თანახმად დანართი №1-ისა.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. წიკლაური
დანართი№1
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულება
1. ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – გამყიდველი) საკუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში – ქონება) ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესს.
2. თიანეთის მუნიციპალიტეტის ქონებას წარმოადგენს – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, მათ შორის, ქონება, რომელსაც თიანეთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო, ან რომელსაც თიანეთის მუნიციპალიტეტი შექმნის ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის, აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის და სხვაგვარად განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. აუქციონი ტარდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად.
4. აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობით – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
5. თიანეთის მუნიციპალიტეტი, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებას აუქციონის ფორმით ახორციელებს თიანეთის მუნიციპალიტეტში შექმნილი „თიანეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მუდმივმოქმედი სააუციონო კომისიის“ მეშვეობით. ქონების მართვისას, პრივატიზებისას, სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან სხვაგვარად განკარგვისას თიანეთის მუნიციპალიტეტს შეუძლია იმოქმედოს თავისი წარმომადგენლების (რწმუნებული პირების) ან შუამავლების მეშვეობით.
6. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის და სარგებლობის ქირის ოდენობას ადგენს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
7. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25 %-ზე ნაკლებია.
8. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის,აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
9. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის, პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე,პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, გარდა “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
10. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე,პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.
11. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკითხს, როგორც წესი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – საქართველოს მთავრობის, წარდგინებით წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი. საკითხს ამზადებს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
12. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – საქართველოს მთავრობის, წარდგინების საფუძველზე. საკითხს ამზადებს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
13. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესი განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით.
14. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ბაზაზე კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების თაობაზე. გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
15. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე.
16. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი ქონების გასხვისების წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“საქართველოს კანონის მე-13 მუხლით.
17. ინფორმაცია განკარგვისადმი დაქვემდებარებული თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ ქვეყნდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილი წესით.
18. გამოსაქვეყნებელი ინფო რ მაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) გამყიდველის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების, დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს, რომელიც შეადგენს ქონების საწყისი საფასურის 30%-ს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს (ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობას განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტი);
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ზ) ყველა სხვა ინფორმაციას,რომელსაც გამყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად.
19. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილი) გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) სააქციო საზოგადოების (შპს-ი ს) დასახელებას და იურიდიულ მისამართს, გამოშვებული
აქციების საერთო რაოდენობას, ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას, აქციების ან
აქციათა პაკეტის (წილის) საწყის ფასს და წილს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში.
20. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზაციისა და მათი მართვის უფლებით გადაცემის წესი განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის VIII თავით დადგენილი წესით”.
21. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას ამტკიცებს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
22. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების მოწმობის ტიპურ ფორმებს ამტკიცებს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 2. აუქციონში მონაწილეობის პირობა
1. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების დასახელებას და მის საწყის ფასს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;
ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებ ელ დოკუმენტს (რომელთა გადახდაც უნდა მოხდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ მითთითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებლი მოწმობის ასლს, ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას,თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
დ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს (იურიდიული პირის შემთხვევაში).
2. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისათვის მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის ცალ-ცალკე.
3. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში”, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე იღებს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
4. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
5. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო ქონების მყიდველად და დარღვეულია ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.
6. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
მუხლი 3. აუქციონის ჩატარების წესი
1. აუქციონი ტარდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად,შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს;
ბ) უქციონს ატარებს აუქციონატორი;
გ) თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს და ბიჯს;
დ) აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი;
ე) აუქციონში მონაწილე,რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რა ც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას). უქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელო ნ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება ითვლება გაყიდულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
2. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, რომელიც არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
3. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების შესახებ ფორმდება გარიგება.
4. თუ მყიდველი პირობების გარეშე გამოცხადებულ აუქციონში დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების გამოსასყიდ თანხას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
მუხლი 4. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
1. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველი მოთხოვნისთანავე და 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს.
2. მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე,არა აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან,იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.
3. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მას საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცემა საფასურის სრულად გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
4. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.
5. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში საკუთრების მოწმობა გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით,თუ გამარჯვებული პირი დათქმულ ვადაში არ გადაიხდის საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე არ უბრუნდება.
6. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
7. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით სააუქციონე პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%.
8. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
მუხლი 5. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და წესი, ქონებით სარგებლობის ქირის ოდენობის განსაზღვრა
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები, წესი და ქონებით სარგებლობის ქირის ოდენობა განსაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, სამოქალაქო კოდექსით, „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195-ე მუხლის შესაბამისად.
2. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადასაცემად აუქციონის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლით.