„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის №62 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №73
2010წლის 3 დეკემბერი
დ. თიანეთი
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესი ს დამტკიცების შესახებ“თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის №62 დადგენილებ აში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი1
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესი ს დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის №62 დადგენილების დანართ 1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები, კერძოდ:
1. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ. უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბე ს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებ ელ დოკუმენტს (რომელთა გადახდაც უნდა მოხდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ მითთითებულ ანგარიშზე);“;
ბ) მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისათვის მოწყობილ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობ ი საბანკო გარანტია/ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის ცალ-ცალკე.“;
გ) მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მონაწილეს უფლება აქვს უპირობო და გამოუხმობ ი საბანკო გარანტი ი ს/ბეს დაუკავებლად უარი თქვას აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.“.
2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ მყიდველი პირობების გარეშე გამოცხადებულ აუქციონში დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების გამოსასყიდ თანხას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი უპირობო და გამოუხმობ ი საბანკო გარანტ ია/ბე არ დაუბრუნდება.“.
3.მე-4 მუხლის მე-5 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში საკუთრების მოწმობა გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით თუ გამარჯვებული პირი დათქმულ ვადაში არ გადაიხდის საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი უპირობო და გამოუხმობ ი საბანკო გარანტ ია/ბე არ უბრუნდება.“.
4.მე-5 მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი ფორმებით:
ა) აღნაგობა;
ბ) უზუფრუქტი;
გ) ქირავნობა;
დ) იჯარა;
ე) თხოვება;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები, წესი და ქონებით სარგებლობის ქირის ოდენობა გან ი საზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, „სამოქალაქო კოდექსით“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი ს 195-ე მუხლის შესაბამისად.“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. წიკლაური