„თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის–ფოთის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №10/50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს
დადგენილება №4/8
2012 წლის 28 თებერვალი
ქ. ფოთი
,,თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის–ფოთის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №10/50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. შეტანილ იქნ ე ს ცვლილება ,,თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპურიდებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №10/50 დადგენილებაში (სსმ. 03/06/2011 წელი, 010260020.35.111. 016092), კერძოდ:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თვითმმართველი
ქალაქის-ფოთის ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ”;
2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის–ფოთის ტერიტორიული ორგანოების ტიპიურიდებულება, თანახმად დანართი 1-ისა.“;
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თვითმმართველი ქალაქის–ფოთის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულება“;
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. თვითმმართველი ქალაქის–ფოთის ტერიტორიული ორგანო ები (ტექსტში შემდგომ –„ტერიტორიული ორგანო“) უზრუნველყოფ ენ თვითმმართველი ქალაქის–ფოთის საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, თვითმმართველი ქალაქის–ფოთის საკრებულოსა და მერიის ურთიერთობას მოსახლეობასთან, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.
2.ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, თვითმმართველი ქალაქის– ფოთის მერიის დებულების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3.ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენებისა და შენახვის წესს ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულო.“;
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ცენტრის უბნის ტერიტორიული ორგანო;
ბ) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის კუნძულის უბნის ტერიტორიული ორგანო;
გ) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ნაბადის უბნის ტერიტორიული ორგანო;
დ)თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანო.“;
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.ტერიტორიული ორგანო შედგება ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის -თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისა (ტექსტში შემდგომ – „რწმუნებული“) და ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეებისაგან.“;
7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეები რწმუნებულს უმზადებენ მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;“;
8. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„5.ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე