„თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2009 წლის 28 იანვრის №1/4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს
დადგენილება №15/51
2010 წლის 29 დეკემბერი
ქ. ფოთი
„თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2009 წლის 28 იანვრის №1/4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად,
მუხლი 1
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2009 წლის 28 იანვრის №1/4 დადგენილებაში, კერძოდ:
ა)„თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესის” დადგენილების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის, დაწესდეს დასუფთავების მოსაკრებელი და მისი ოდენობა განისაზღვროს თანახმად დანართი 2-ისა”.
2. „თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესის”
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოსაკრებელი გამოიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით,
ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებების, იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის – დაგროვილი ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენის დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობების მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქნელი შემოსავლის, ქონების,დაკავებული ფართობის,დასაქმებული პერსონალის რაოდენობის,საქონლის (მომსახურების),მომხმარებელთა რაოდენობის,მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის, (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით.მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების სხვა კომბინაციებიც.”.
3. „თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესის” მ ე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში, ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებების, იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.”.
4. „თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესის” მე-6 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ადმინისტრირების ერთიანი, ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის (ადმინისტრირების ერთიანი სისტემა)არსებობისას მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება ამ სისტემით მომსახურების გამწევი პირის (ადმინისტრატორის) მიერ,მოს ა კრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელი სამსახურის ან საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.”.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2009 წლის 28 იანვრის №1/4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2009 წლის 28 იანვრის №1/4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.12.2010.
- როდის იქნა მიღებული „თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2009 წლის 28 იანვრის №1/4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2009 წლის 28 იანვრის №1/4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.12.2010. მიმღები ორგანო — თვითმმართველი ქალაქი ფოთი. დოკუმენტის ნომერი — №15/51. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.111.016040.
- სად არის „თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2009 წლის 28 იანვრის №1/4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2009 წლის 28 იანვრის №1/4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №15/51, 29.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.111.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1166253/