საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.03.2010 ძალადაკარგული 04.06.2015
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.027.014294
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 05/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.027.014.294

საქართველოს იუსტიციის

  მინისტრის ბრძანება №46

2010 წლის 5 მარტი

 ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის №25 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის დიპლომი);

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

გ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

ე)) საერთაშორისო საჯარო სამართალი;

ვ) ადამიანის უფლებათა სამართალი;

ზ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;

თ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 20 იანვრის №14 ბრძანება.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.06.2015.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“?
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 05.03.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №46. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.027.014294.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 04.06.2015-დან.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.06.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“, №46, 05.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.027.014294 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1007866/