,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.012.703
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №25
2009 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და ,,იუსტიციის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 20 იანვრის №126 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისია კონკურსში მონაწილე კანდიდატს აფასებს და გადაწყვეტილებას იღებს ,,იუსტიციის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 20 იანვრის №126 ბრძანების შესაბამისად.
3. ანალიტიკურ დეპარტამენტში ცალკეული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ანალიტიკური დეპარტამენტის მრჩეველი
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
– უმაღლესი იურიდიული განათლება;
– სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
– ტრენინგების ორგანიზებაში ან/და ტრენერის სტატუსით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
– ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია სხვა უცხო ენების ცოდნაც)
– კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Excel, Access და PowerPoint-ში მუშაობის გამოცდილება).
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ადამიანის უფლებათა სამართალი (თეორია და პრაქტიკა)
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 20 იანვრის №14 ბრძანება.
ანალიტიკური დეპარტამენტის მრჩეველი (ელექტრონული საქმისწარმოების სისტემების ექსპერტი)
– უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა ან სხვა დაკავშირებულ დარგში;
– საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესიულ დონეზე ცოდნა, რაც დადასტურებულია როგორც აკადემიური მიღწევებით (დიპლომი, კურსების გავლის ან გამოცდის ჩაბარების სერტიფიკატი და სხვ.), ისე შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით;
– საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მინიმუმ 2 წლის გამოცდილება, საქმის მართვის (მენეჯმენტის) სისტემების სპეციალიზაციით;
– საქმეთა მართვის/სტატისტიკის სფეროში საერთაშორისო პროექტში მონაწილეობის გამოცდილება (სასურველია);
– ინგლისური ენის ცოდნა.
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია;
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 20 იანვრის №14 ბრძანება;
ინფორმაციული ტექნოლოგიები;
საქმეთა მართვა (მენეჯმენტი);
სტატისტიკური ანალიზი.
სამართლებრივი კვლევისა და ანალიზის სამმართველოს მრჩეველი (სამართლის ექსპერტი)
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
– უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის ან/და ადამიანის უფლებათა სპეციალობით;
– საერთაშორისო ორგანიზაციებში ან/და პროექტში მუშაობის გამოცდილება. (სასურველია);
– ანალიტიკური საქმიანობის სფეროში სამუშაო გამოცდილება;
– ადამიანის უფლებათა, საერთაშორისო სამართლის ან/და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხებში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება.
– ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია სხვა უცხო ენების ცოდნაც);
– კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
საერთაშორისო საჯარო სამართალი;
ადამიანის უფლებათა სამართალი (თეორია და პრაქტიკა);
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სტანდარტები, რეკომენდაციები და პრაქტიკა;
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 20 იანვრის №14 ბრძანება.
სამართლებრივი კვლევისა და ანალიზის სამმართველოს მრჩეველი:
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
– უმაღლესი განათლება ადმინისტრირების საკითხებში ან/და უცხო ენებში;
– სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
– ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა).