„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დავალებით საქართველოს ეროვნულ ბანკში აკრედიტივებით ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 16 ივლისის N182 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანის პრეზიდენტის
ბრძანება №121/01
2010 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დავალებით საქართველოს ეროვნულ ბანკში აკრედიტივებით ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 16 ივლისის №182 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის ა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს ეროვნული ბანკის 2008 წლის 16 ივლისის №182 ბრძანებით (სსმ III, 16.07.2008წ., №101, მუხ.1136) დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დავალებით საქართველოს ეროვნულ ბანკში აკრედიტივებით ოპერაციების წარმოების წეს ში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სწორად შევსებული აკრედიტივის განაცხადი უნდა მოიცავდეს ყველა აუცილებელ რეკვიზიტს; განაცხადის ყველა გვერდი, დანართების ჩათვლით, დამოწმებული უნდა იყოს ორი უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით.“.
2. წესის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) საერთაშორისო საფინანსო (სუპრანაციონალური) ინსტიტუტის მიერ მიმღების ან მიმღების ბანკის სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი.“.
3. წესის მე-4 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 პუნქტი:
„31 პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული უზრუნველყოფით გახსნილი აკრედიტივის შემთხვევაში, აკრედიტივის თანხის ანაზღაურების ვალდებულება გადადის საგარანტიო წერილის გამცემ ორგანიზაციაზე.“.
4. წესის მე-5 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 პუნქტი:
„11 მესამე მხარის მიერ საგარანტიო წერილის საფუძველზე გახსნილი აკრედიტივის შემთხვევაში თანხების დეპონირება არ ხდება.“.
მუხლი 2
ამ ბრძანების დაუყოვნებელი ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დავალებით აკრედიტივებით ოპერაციების ეფექტურობის ამაღლების მიზნით.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
გ. ქადაგიძე