„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 25 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.151.016001
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 30, 27/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2010 წლის 17 სექტემბერი

დაბა სტეფანწმინდა

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 25 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსების მიზნით თანხის გამოყოფისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სესხის აღების ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 ივლისის №989 განკარგულების შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 25 დეკემბრის №25 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 3502,6 ათ.ლარის ოდენობით (დანართი №1). მათ შორის:

 ა) გადასახადები – 766,9 ათ.ლარის ოდენობით;

 ბ) მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების

 განსახორციელებლად – 47,5 ათ. ლარის ოდენობით;

გ) გამოთანაბრებითი ტრანსფერი – 754,5 ათ.ლარის ოდენობით;

დ) სპეციალური ტრანსფერი – 973,9 ათ.ლარის ოდენობით;

ე) სხვა შემოსავლები – 79,2 ათ.ლარის ოდენობით;

ვ) არაფინანსური აქტივების კლება – 8,0 ათ.ლარის ოდენობით.

2. განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის ასიგნებები ორგანიზაციულ ჭრილში 3502,6 ათ.ლარის ოდენობით (დანართი №2).

3. განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 3502,6 ათ.ლარის ოდენობით (დანართი №3).

4. განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 872,6 ათ.ლარის ოდენობით.

5. განისაზღვროს 2010 წლის 1 იანვრისათვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული ნაშთიდან (910,6 ათ.ლარი) გარდამავალი საბრუნავი საშუალებები 38,0 ათ.ლარის ოდენობით.

    მუხლი 2

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიას.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  გ.მალანია