„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 26 ივნისის №139 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№45
სარეგისტრაციო კოდი
200250000.35.116.000438
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 16, 25/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.35.116.000.438

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №45

2010 წლის 6 აგვისტო

ქ. ცაგერი

„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 26 ივნისის №139 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4“ პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 26 ივნისის №139 დადგენილებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

 „1. ფიზიკური პირისათვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს იგი შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლების მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05 % -ის ოდენობით;

ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,9%-ის ოდენობით.

2. დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე მ. ლეთოდიანი