„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.108.016103
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2012 წლის 23 ი ვლის ი

ქ. სენაკი

  „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად

  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

  1. „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 ივნისის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 05/07/2012წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.108.016101) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

  ა) ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის მეოთხე მუხლი;

  ბ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში სამუშაოდ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18-დან 35 წლამდე, რომელსაც აქვს საშუალო განათლება და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. განსაკუთრებულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მეხანძრე მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს მოქალაქე, რომლის ასაკი აღემატება 35 წელს, მხოლოდ „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილების შესაბამისად.“.  

  2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  3. დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    საკრებულოს თავმჯდომარე              ბ. ნარმანია