„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.108.016094
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2012 წლის 9 მარტი

ქ. სენაკი

„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2012 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 08/02/2012წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.108.016084). შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული სენაკის მუნციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვი თ არების სამსახურის დებულები ს(დანართი №1) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა და მოხელეთა თანამდებობის დასახელება განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელიც გამგებლის წარდგინებით მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით – საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ხოლო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები – საკრებულოს დადგენილებით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე                          ბ. ნარმანია