სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.01.2012 ძალადაკარგული 30.04.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.108.016086
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2012 წლის 30 იანვარი

ქ. სენაკი

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის , „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის შესაბამისად ,

   სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 1. დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება დანართი №1 შესაბამისად.

 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 3. დადგენილება გამოქვეყნდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

  საკრებულოს თავმჯდომარე       ბ. ნარმანია

დანართი №1

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. დებულება განსაზღვრავს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის (შემდგომში ,,სამსახური’’) დანიშნულებას, მის ფუნქციებს, ამოცანებს, უფლება-მოვალეობებს და მართვის ორგანიზებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და სენაკის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ ი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა და მოხელეთა თანამდებობის დასახელება განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, ხოლო მოხელე თ ა თანამდებობრივი სარგო ე ბი – საკრებულოს დადგენილებით.

4. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.

  5. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. სენაკი, ი. ჭავჭავაძის ქ. №103.

 მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

  1. სამსახური შედგ ე ბა სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.

  2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე.

  3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციებით და შინაგანაწესით.

 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურის წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა;

ბ) საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

გ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა;

დ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია და დაინტერესებული უწყებებისთვის (პირებისთვის) მიწოდება;

ე) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა უფლებამოსილების ფარგლებში.