„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2012 წლის 9 აგვისტო
ქ. სენაკი
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ,
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტიოს საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №7 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 01.02.2011წელი, სარეგისტრაციო კოდი: 140060000.35.108.016027) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:
ა) სახანძრო დაცვის განყოფილება;
ბ) სამაშველო განყოფილება.“;
ბ) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სამსახურის სახანძრო დაცვის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის სახანძრო დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებულ იმ ობიექტებზე, რომელიც ნებადართულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით;
ბ) სახანძრო ტექნიკის, მისი ტექნიკური შეიარაღების მუდმივად საბრძოლო მდგომარეობაში ყოფნას;
გ) სახანძრო დაცვის მორიგე ცვლების მიერ სამსახურის ტარების მდგომარეობაზე და პროფესიული მომზადების მეცადინეობებზე კონტროლს;
დ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“;
გ) დადგენილებას დაემატოს მე-5 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამსახურის სამაშველო განყოფილების ფუნქციები
სამსახურის სამაშველო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას;
ბ) მიწისძვრის, წყალდიდობის და სხვა ფორს-მაჟორულ სიტუაციაში სამაშველო ოპერაციების განხორციელებას;
გ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღებას სამაშველო ოპერაციებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ;
დ) ოპერატიულ რეაგირებას სამაშველო საჭიროებასთან დაკავშირებით შემოსულ ყველა შეტყობინებაზე;
ე) დაზარალებულთა მოძიებას, მათ გადასარჩენად ზომების მიღებას, პირველადი და სხვა სახის დახმარების აღმოჩენას;
ვ) მონაწილეობის მიღებას ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში;
ზ) სამუშაოების შესრულებისას უსაფრთხოების წესების დაცვას;
თ) პირადი შემადგენლობის მომზადებას სამაშველო ღონისძიებების ჩასატარებლად;
ი) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ნარმანია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.08.2012.
- როდის იქნა მიღებული „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.08.2012. მიმღები ორგანო — სენაკის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №27. სარეგისტრაციო კოდი — 140060000.35.108.016106.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.08.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №27, 09.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 140060000.35.108.016106 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1724937/