ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის N206 დადგენილებაში (შემდგომში დადგენილება) – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.114.016008
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 39, 18/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2010 წლის 29 სექტემბერი

დ. ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის №206 დადგენილებაში (შემდგომში – დადგენილება) – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

საკრებულომ დაადგინა:

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 აპრილის №206 დადგენილებაში (შემდგომში –დადგენილება) – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის კატეგორიები მიწის ხარისხის შესაბამისად:

ა) კარგი ხარისხის: დაბა ჩოხატაური, გოგოლესუბანი, შუაგანახლება, განახლება, სამება, ვანი, ზომლეთი, ქვენობანი, ბუკნარი, ბასილეთი, ბუკისციხე, იანეული, გორაბერეჟოული, საჭამიასერის სოფლები;

ბ) მწირი ხარისხის: გუთური, ფარცხმა, შუაფარცხმა, ჩაისუბანი, ინტაბუეთი, ხიდისთავი, ჭაჭიეთი, ახალშენი, ქვემოერკეთი, ერკეთი, ზემოხეთი, დიდივანი, შუასურები, ზემოსურები, ხევი, ნაბეღლავი, ქვაბღა, ზოტი, დაბლაციხე, კოხნარი, ბურნათი, წიფნარის სოფლები.“.

2. დადგენილების მე-3 მუხლის 1-ლ პუნქტსა და 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვა „საქართველოს“ ნაცვლად მიეთითოს სიტყვა „მუნიციპალიტეტის“.

3. დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლ და მე-4 პუნქტში სიტყვების „ამ ნაწილის“ ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვები „ამ პუნქტის“.

4. დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 პროცენტისა;

გ) ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს.“.

5. დადგენილებიდან ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.

6. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                     მ. უნგიაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის N206 დადგენილებაში (შემდგომში დადგენილება) – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის N206 დადგენილებაში (შემდგომში დადგენილება) – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.09.2010.
როდის იქნა მიღებული „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის N206 დადგენილებაში (შემდგომში დადგენილება) – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის N206 დადგენილებაში (შემდგომში დადგენილება) – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 29.09.2010. მიმღები ორგანო — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 200130000.35.114.016008.
სად არის „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის N206 დადგენილებაში (შემდგომში დადგენილება) – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.09.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის N206 დადგენილებაში (შემდგომში დადგენილება) – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №12, 29.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.114.016008 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1035097/