„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№62
სარეგისტრაციო კოდი
070010010.22.027.014383
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 31, 24/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.010.010.22.027.014.383

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №62

2010 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებით (სსმ III, 2008წ., №143, მუხ. 1423) დამტკიცებული  ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბუღალტერი და აღმასრულებელი აწარმოებენ ანგარიშს თითოეული სააღსრულებო წარმოების აღსრულების საფასურის შესახებ. აღმასრულებელი წარუდგენს ბუღალტერს კონკრეტულ წარმოებაზე ამოსაღები და კრედიტორისათვის დასაბრუნებელი საფასურის და შესაბამისი თანხების შესახებ ინფორმაციას. ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის განსახორციელებლად აუცილებელია ბიუროს უფროსის (ან ცალკეულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ბიუროს უფლებამოსილი პირის) და ბუღალტრის ერთობლივი თანხმობა. ფინანსურ დოკუმენტაციაზე ხელს აწერენ ბიუროს უფროსი (ან ცალკეულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ბიუროს უფლებამოსილი პირი) და ბუღალტერი. ასეთი დოკუმენტაცია მოწმდება ბიუროს ბეჭდით.

4. ბიუროს ანგარიშზე შემოსული საფასურის და სხვა შემოსავლების აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე მიმართვას, ასევე ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშის (ანგარიშების) მართვას  ახორციელებენ ბიუროს უფროსი (ან ცალკეულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ბიუროს უფლებამოსილი პირი) და ბუღალტერი.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი