„ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.014.520
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება№313
2010 წლის 19 აპრილი
ქ. თბილისი
„ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში (სსმ III, 20.08.07., №117, მუხ.1279) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ვიდეოზარით მიმართვა უთანაბრდება ამ ბრძანებით გათვალისწინებულ მიმართვას (განაცხადს) ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლის თაობაზე და წერილობით განაცხადს ელექტრონული ფორმით დეკლარირების შეწყვეტის თაობაზე.“.
2. ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების განხორციელების წესის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ვიდეოზარის მეშვეობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლის თაობაზე, ელექტრონული დეკლარირებისას გამოსაყენებელი მომხმარებლის სახელწოდებისა და კოდის დაკარგვის, საკონტაქტო მონაცემების შეცვლის შესახებ, აგრეთვე დეკლარირების შეწყვეტის თაობაზე.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი