ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.754
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №1000
2007 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის და 95-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. მიეცეთ შესაძლებლობა გადამხდელებს საგადასახადო დეკლარაციების წარმოდგენა განახორციელონ ელექტრონული ფორმით – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინტერნეტ-მომსახურების პაკეტის გამოყენებით, ონლაინ რეჟიმში.
2. ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლა განხორციელდეს გადამხდელის წერილობითი მიმართვის და, მის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე.
3. ელექტრონული ფორმით დეკლარაციების წარდგენის პროცესის დანერგვა განხორციელდეს ეტაპობრივად, პირველ ეტაპზე – დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ მსხვილ გადამხდელებთან მიმართებით.
4. ელექტრონული დეკლარირებისას გამოიყენება საგადასახადო კანონმდებლობით წერილობითი დეკლარაციისათვის დადეგნილი ფორმა, მისი შევსების წესის, წარმოდგენის ვადების და პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ნორმები.
5. გადამხდელის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილ დეკლარაციას გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ, პირადი ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებულ დეკლარაციას.
6. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განახორციელოს ელექტრონული ფორმით დეკლარირების დანერგვის პროცესების პროგრამული უზრუნველყოფა.
7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს (მ. გადაევი).
8. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 ოქტომბრიდან.
ა. ალექსიშვილი

ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.12.2010.
- როდის იქნა მიღებული „ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ“?
- „ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ მიღებულია 16.08.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1000. სარეგისტრაციო კოდი — 200.250.000.22.033.010.754.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 9 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.12.2010-დან.
- სად არის „ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ“, №1000, 16.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.754 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/72340/