„ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№284
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.22.033.011.629
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 43, 21/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.011.629

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №284

2008 წლის 21 მარტი

�ქ. თბილისი

,,ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში (სსმ III, 20.08.07., №117, მუხ. 1279) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გადასახადის გადამხდელებს უფლება აქვთ საგადასახადო დეკლარაციების წარმოდგენა განახორციელონ ელექტრონული ფორმით � საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინტერნეტ-მომსახურების პორტალის გამოყენებით, ონლაინ რეჟიმში.

2. ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლა განხორციელდეს გადამხდელის წერილობითი მიმართვის (განაცხადის) საფუძველზე, ხოლო ის გადამხდელები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურის ,,გადამხდელების WEB Portal�-ზე მიმართვას (განაცხადს) ავსებენ ელექტრონულ ფორმატში. ამასთან, ის გადამხდელები, რომლებთანაც გაფორმებულია ელექტრონული ფორმით დეკლარირების შესახებ ხელშეკრულებები, ავტომატურად ჩაითვლებიან ელექტრონული ფორმით დეკლარირების უფლებამოსილ გადასახადის გადამხდელებად.�;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ელექტრონული დეკლარირებისას გამოიყენება საგადასახადო კანონმდებლობით წერილობითი დეკლარაციისათვის დადგენილი ფორმა, მისი შევსების წესის, წარმოდგენის ვადების და პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ნორმები და ამ ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების განხორციელების წესი.�;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

,,61. დამტკიცდეს ,,ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების განხორციელების წესი� (დანართი №1) და ,,ელექტრონული ფორმით დეკლარირების შესახებ განაცხადის ფორმა� (დანართი №2). �.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

დანართი №1

ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების განხორციელების წესი

��� მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი არეგულირებს გადასახადის გადამხდელის მიერ ონლაინ რეჟიმში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დეკლარაციების ელექტრონულად წარდგენის პროცესს.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინტერნეტ-მომსახურების პორტალის მეშვეობით ელექტრონული ფორმით წარდგენილ დეკლარაციას გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ დეკლარაციას.

3. ელექტრონული დეკლარაციის მიღების დადასტურების მიზნით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს ელექტრონული დეკლარირების პორტალზე უგზავნის დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომერს, ასევე უგზავნის შემდეგი შინაარსის ერთ-ერთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას:

ა) ,,������������� დეკლარაცია მიღებულია, №�������������, �������� ��������.�

��������� �(რეგისტრაციის სახე)�������������������� ������������� (რეგისტრაციის ნომერი) �� (თარიღი)

ბ),,���������� დეკლარაცია მიღებულია, №����������,���������������� ��� �������, დეკლარირებული

���� (რეგისტრაციის სახე)� ���������������������������������� �(რეგისტრაციის ნომერი) ������ (თარიღი)

 

ვალდებულება �������� .�

�(თანხა)

4. მოკლე ტექსტური შეტყობინება იგზავნება მობილური კავშირის განმახორციელებელი ოპერატორის მეშვეობით.

5. ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლა შესაძლებელია გადამხდელის წერილობითი განაცხადის საფუძველზე, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოკლე ტექსტური შეტყობინების სახე, რომლითაც სურს დადასტურების მიღება;

გ) მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოხდება ელექტრონული დეკლარაციის მიღების დადასტურების (მოკლე ტექსტური შეტყობინების) გაგზავნა;

დ) ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლის თარიღი, მაგრამ არა უადრეს განაცხადის წარდგენის თარიღისა;

ე) გადამხდელის ხელმოწერა.

6. მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა გადამხდელის ვებ ბრაუზერი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: IE ვერსია 4.0 ან ზევით, Opera ვერსია 7.11 ან ზევით, Firefox ვერსია 1.5.0.6 ან ზევით.

��� მუხლი 2. გადამხდელის უფლებები და ვალდებულებები

1. გადამხდელს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს საგადასახადო ორგანოსგან ელექტრონული ფორმით წარდგენილი დეკლარაციის მიღების ფაქტის წერილობით დადასტურება;

ბ) ელექტრონული ფორმით დეკლარირებისათვის გამოსაყენებელი მომხმარებლის სახელწოდებისა და კოდის დაკარგვის ან მათი შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში წერილობით აცნობოს საგადასახადო ორგანოს და მოითხოვოს ელექტრონული ფორმით დეკლარირების მოქმედების შეჩერება.

2. გადამხდელი ვალდებულია:

ა) ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა� ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით ელექტრონული ფორმით დეკლარირების დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში (მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა) დეკლარაცია წერილობითი ფორმით წარადგინოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში;

ბ) ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლის შესახებ წერილობით განაცხადში დეკლარირების განხორციელების დადასტურების მისაღებად დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს საგადასახადო ორგანოს;

გ) მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს დეკლარაცია წარუდგინოს წერილობითი ფორმით;

დ) დეკლარირება განახორციელოს წერილობითი ფორმით (საერთო წესების დაცვით), თუ იგი ვერ უზრუნველყოფს ელექტრონული ფორმით დეკლარირებას.

��� მუხლი 3. საგადასახადო ორგანოს უფლებები და ვალდებულებები

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში გადამხდელს მოსთხოვოს დეკლარაციის წერილობითი ფორმით წარდგენა.

2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია:

ა) ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლის შესახებ გადასახადის გადამხდელის წერილობითი განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადასახადის გადამხდელი გადაიყვანოს ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი არ შეესაბამება ამ წესს ან მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებს, გადასახადის გადამხდელს გაუგზავნოს დასაბუთებული წერილობითი უარი განაცხადის დაკმაყოფილებაზე. განაცხადის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში რეგისტრაციაზე უარის მიუღებლობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის განაცხადი ითვლება დაკმაყოფილებულად და მას შეუძლია გადავიდეს ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე;

ბ) გამოყოს თანამშრომელი ამ პუნქტის ,,ა� ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის განაცხადის მიღების და მასზე შესაბამისი რეაგირების მიზნით;

გ) დაუყოვნებლივ დაადასტუროს ელექტრონული დეკლარაციის მიღება გადამხდელისათვის მობილურ ტელეფონზე ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით;

დ) შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში გადამხდელს წერილობით დაუდასტუროს ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი დეკლარაციის მიღების ფაქტი;

ე) დეკლარაციის წარდგენის ფაქტი და თარიღი ასახოს საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის მიღებისთანავე;

ვ) ელექტრონული ფორმით დეკლარირების სარგებლობისათვის მომხმარებლის სახელწოდებისა და კოდის დაკარგვის ან მათი შეცვლის აუცილებლობის თაობაზე ინფორმაციის მიღების შემთხვევაში შეაჩეროს გადამხდელთან ელექტრონული ფორმით დეკლარირება ვითარების გამოსწორებამდე;

ზ) უზრუნველყოს ელექტრონული დოკუმენტების უსაფრთხოება და საგადასახადო საიდუმლოების დაცვა, ასევე, გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის შენახვა წერილობითი დეკლარაციის შენახვისათვის დადგენილი ვადით.

��� მუხლი 4. ელექტრონული ფორმით დეკლარირების შეწყვეტა

გადამხდელს უფლება აქვს წერილობითი განაცხადის საფუძველზე შეწყვიტოს ელექტრონული ფორმით დეკლარირება და გადავიდეს დეკლარირების წერილობით ფორმაზე.

 

დანართი №2

���������������������������������

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

���������������������������������

(გადასახადის გადამხდელის დასახელება და ს/ნ)

���������������������������������

(გადასახადის გადამხდელის მისამართი)

 

განაცხადი

ელექტრონული ფორმით დეკლარირების შესახებ

 

გთხოვთ გადამიყვანოთ ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე 20�� წლის ���� ����������-დან.

ელექტრონული დეკლარაციის მიღება დამიდასტუროთ ��������� მობილური ტელეფონის ნომერზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების განხორციელების წესის� პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ,,��� ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფორმის მოკლე ტექსტური შეტყობინების გამოგზავნით.

 

����������������������������������������

���� (გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა)