,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.151
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №363
2009 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში (სსმ III, 10.06.2005წ., №69, მუხ.755) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) ბრძანებას დაემატოს 32 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,32. დამტკიცდეს თანდართული ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატის ფორმა (დანართი №10).“;
ბ) შეტანილ იქნეს ცვლილება დანართ №1-ში და დანართ №2-ში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
გ) შეტანილ იქნეს ცვლილება დანართ №4-ში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
დ) შეტანილ იქნეს ცვლილება დანართ №6-ში, დანართ №7-ში, დანართ №8-ში და დანართ №9-ში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ე) ბრძანებას დაემატოს დანართი №10 თანდართული რედაქციით.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
დანართი №1

დანართი №4
დანართი №6
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – საბაზო ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის, სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის, საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატების მიმართ წაყენებული მოთხოვნები
1. უნდა დამმზადდეს A – 4 ფორმატის წყლის ნიშნიან ქაღალდზე.
2.ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით, ბადებიის სამი სახის ერთდროული გამოყენებით.
3. ულტრაიისფერი სხივების ქვეშ სერიისა და ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.
4. ყველა ხაზი უნდა იყოს შესრულებული მიკროშრიფტით უწყვეტი წარწერით.
5. სახელმწიფო ატრიბუტიკის ნიშნები შესრულებული უნდა იყოს კონგრევის მეთოდით.
6. დოკუმენტის სახიან მხარეზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია (ლათინური ასოებით) და ინდივიდუალური ნომერი არანაკლებ 6-ნიშნა ციფრით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – ,,სფს“.
7. საბაზო ზოგადი განათლების ატესტატზე მარჯვენა ზედა კუთხეში კეთდება ჩანაწერი ,,ექსტერნატი“ იმ შემთხვევაში, თუ პირმა საბაზო საფეხურის დამამთავრებელი კლასის საგანმანათლებლო პროგრამები დაძლია ექსტერნატის ფორმით.
8. საბაზო ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის, სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის, საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატები იბეჭდება აგურისფერში:
C-0; M-43; Y-57; K-7 ჩარჩო
C-0; M-9; Y-13; K-2 ფონი
9. ტექსტი, გარდა სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნისა და სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატების სათაურებისა, იბეჭდება შავ ფერში.
10. სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატის სათაური – ,,სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატი“ – იბეჭდება ოქროსფერი ასოებით.
11. სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატის სათაური – ,,სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატი“ – იბეჭდება ვერცხლისფერი ასოებით.
პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატების – სახელობო განათლების სერტიფიკატის და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომის მიმართ წაყენებული მოთხოვნები
1. დიპლომი უნდა შეიცავდეს სახელმწიფო ატრიბუტიკას (წარწერა ,,საქართველო“, გერბი, სამინისტროს ლოგო), რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.
2. სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს სახელმწიფო ატრიბუტიკას (წარწერა ,,საქართველო“, გერბი,), რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.
3. დიპლომი/სერტიფიკატი უნდა დამზადდეს წყლის ნიშნიან ქაღალდზე.
4. დიპლომის/სერტიფიკატის ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი ბადით.
5. ყველა ხაზი დიპლომში/სერტიფიკატში უნდა შესრულდეს მიკროშრიფტით უწყვეტი წარწერით.
6. სახელმწიფო ატრიბუტიკის ნიშნები შესრულებული უნდა იყოს კონგრევის მეთოდით.
7. დიპლომის/სერტიფიკატის სახიან მხარეზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია (ლათინური ასოებით) და ინდივიდუალური ნომერი არა-ნაკლებ 6-ნიშნა ციფრით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – ,,სფს“.
8. სერტიფიკატი იბეჭდება ლურჯ ფერში.
C-23; M-9; Y-0; K-41 ჩარჩო
C-10; M-3; Y-0; K-5 ფონი
9. დიპლომი იბეჭდება მწვანე ფერში.
C-15; M-0; Y-11; K-34 ჩარჩო
C -8; M -0; Y -3; K -7 ფონი
10. ტექსტი იბეჭდება შავ ფერში.
დანართი №7
დანართი №8
დანართი №9
დანართი №10