„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2492 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №553
2012 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2492 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2492 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. განკარგულების პირველი აბზაცი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:
ა) კახეთის რეგიონში ამ განკარგულების №1, №2, №3 და №4 დანართებით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული ტურისტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების საპროექტო (საკონსულტაციო) მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;
ბ) ამ განკარგულების №1, №2 და №3 დანართებით გათვალისწინებულ ობიექტებთან დაკავშირებით შესაბამისი შესყიდვების დაფინანსება „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 05 03) განსაზღვრული ასიგნებებიდან;
გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, 2012 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ (პროგრამული კოდი – 25 03 01) მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.
2. განკარგულების „დ“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს მე-2 პუნქტად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის დროს გაითვალისწინოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსებისათვის საჭირო დამატებითი თანხის სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფის საკითხი.“.
3. განკარგულებას დაემატოს №4 დანართი თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
„დანართი №4
კახეთის სარეაბილიტაციო ობიექტების დასახელება
| № | კომპონენტის დასახელება | ქვეპროექტის დასახელება |
| 1 | თელავი | ბატონის სასახლის რეაბილიტაცია |
| 2 |
| ბატონის ციხის მუზეუმის ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქცია |
| 3 |
| ბატონის ციხის ტერიტორიაზე სურათების გალერეის რეკონსტრუქცია |
| 4 |
| ბატონის ციხის ტერიტორიაზე ახალი მუზეუმის მშენებლობა |
| 5 |
| ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ტრადიციული სატრაპეზო სახლის მშენებლობა |
| 6 | საგარეჯო | ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის რეკონსტრუქცია |
| 7 | გურჯაანი | კურორტ ახტალის რეაბილიტაციის პროექტი |
| 8 | სიღნაღი | ბოდბის დედათა სამონასტრო კომპლექსის ინფრასტრუქტურის მოწყობა |
| 9 | ყვარელი | ყვარლის გამგეობისა და ადმინისტრაციული შენობების, ციხის გალავნის, ჭავჭავაძისა და კუდიგორის ქუჩების ღობეების და ჭიშკრების რეაბილიტაცია |
| 10 |
| ურბანული განვითარების სამუშაოები ყვარლის ქუჩებში (ჭავჭავაძისა და კუდიგორის ქუჩები) |
| 11 |
| ყვარლის ცენტრალური გზების რეაბილიტაცია (ჭავჭავაძისა და კუდიგორის ქუჩები).“. |