„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2492 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1176
2012 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2492 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2492 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2012 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „რეგიონალური განვითარების პროექტი I ნაწილი (კახეთი) (WB)“ (პროგრამული კოდი – 25 03 08) მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.
2. დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
დანართი
„დანართი №4
კახეთის სარეაბილიტაციო ობიექტების დასახელება
| № | მუნიციპალიტეტის დასახელება | ქვეპროექტის დასახელება |
| 1 | თელავი | ბატონის სასახლის რეაბილიტაცია |
| 2 |
| ბატონის ციხის მუზეუმის ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქცია |
| 3 |
| ბატონის ციხის ტერიტორიაზე სურათების გალერეის რეკონსტრუქცია |
| 4 |
| ბატონის ციხის ტერიტორიაზე ახალი მუზეუმის მშენებლობა |
| 5 |
| ი. ჭავჭავაძის გამზირის გზის საფარის რეაბილიტაცია |
| 6 |
| ი. ჭავჭავაძის გამზირის სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია |
| 7 | ახმეტა | ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ტრადიციული სატრაპეზო სახლის მშენებლობა |
|
| ||
| 8 | საგარეჯო | ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის რეკონსტრუქცია |
| 9 | გურჯაანი | კურორტ ახტალის რეაბილიტაციის პროექტი |
| 10 | სიღნაღი | ბოდბის დედათა სამონასტრო კომპლექსის ინფრასტრუქტურის მოწყობა |
| 11 | ყვარელი | ყვარელში გამგეობის და ადმინისტრაციული შენობების, ციხის გალავნის, ჭავჭავაძისა და კუდიგორის ქუჩების ღობეების და ჭიშკრების რეაბილიტაცია |
| 12 |
| ურბანული განვითარების სამუშაოები ყვარლის ქუჩებში (ჭავჭავაძისა და კუდიგორის ქუჩები) |
| 13 |
| ყვარლის ცენტრალური გზების რეაბილიტაცია (ჭავჭავაძისა და კუდიგორის ქუჩები)“. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2492 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2492 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.06.2012.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2492 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2492 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.06.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1176. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2492 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.06.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2492 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1176, 18.06.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2298101/