1. საკრებულოს ღია სხდომებზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ პირს.

2. საკრებულოს სხდომაზე დასწრების მიზნით, დასწრების მსურველი პირები, საკრებულოს აპარატში სპეციალური განცხადების წარდგენის გზით გადიან რეგისტრაციას, საკრებულოს სხდომის ჩატარების დღემე არაუგვიანეს ორი დღისა.

3. რეგისტრაციის გარეშე, აგრეთვე საკრებულოს დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს მთავრობის წევრს, სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორს ან/და მათ წარმომადგენელს, აგრეთვე ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს. საკრებულოს დახურულ სხდომაზე საკითხის განხილვისას სხდომათა დარბაზის კარი იკეტება.

4. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირებს უფლება არ აქვთ დაიკავონ საკრებულოს წევრისათვის გამოყოფილი ადგილები.

5. საკრებულოს სხდომის დროს საკრებულოს წევრები და მოწვეულნი პირები ვალდებულნი არიან დაიცვან ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესრიგის დაცვის წეს